სააკაშვილი: მქონდა ორი შეთავაზება, ერთი მთლიან ოპოზიციასთან, ერთი — ევროპულ საქართველოსთან
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არსებობდა ორი სახის შეთავაზება ოპოზიციასთან. ერთი – ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მეორე კი მხოლოდ ევროპულ საქართველოსთან. ამის შესახებ მან დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა.
"თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კადიდატი და ეს არ ვიყავი მე და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ არ გამოვიდა. მეორე იყო ჩვენი შეთავაზება ევროპული საქართველოს მიმართ, მოლაპარაკებები წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ პარიტეტულ საკითხებზე და თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც რაღაც მიზეზების გამო მათ მიერ იქნა უარყოფილი", — განაცხადა სააკაშვილმა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, კი ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა. ბოკერიას თქმით, როგორც ივანიშვილის მმართველობა, ისე სააკაშვილის 2012 წლამდე პერიოდში ყურება არის ქვეყნისთვის ზიანის მომტანი.
"ეს პროცესი იყო საჯარო. მაჟორიტარებისა და რეგიონებზე შეთანხმების გადასაფარად, რაღაც ხრიკი იხმარეს და მაშინ ჯერ კიდევ და შემოგვთავაზა ისევ ორპოლუსიანობა ჩვენ და სხვა პარტიებსაც, რომ ერთიანი სია უნდა შევქმნათ თურმე და ეს ჩვენ საჯაროდ ვუარყავით. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც ივანიშვილი და სააკაშვილი წარმოადგენს. პროპორციული არჩევნებისათვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება და მათ შორის ევროპული საქართველო, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა და არ დაკარგულიყო საპროტესტო ხმები", — ამბობს ბოკერია.
ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ ენმ-ის მიერ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, თუმცა როგორც ბოკერია ამბობს, სააკაშვილმა ეს მოლაპარაკება ჩაშალა და კვლავ ორპოლუსიანობა შესთავაზა საზოგადოებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები