ძალა ერთობაშიამ სამტრედია-წყალტუბოში მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა
ფოტო: ნანუკა ჟორჟოლიანი / Facebook
ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოქლში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა რეგიონებში მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
აქამდე აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე წარადგინა. სწორედ ის ჩაანაცვლა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანი შეხვედრას არ დასწრებია. უდუმაშვილის განცხადებით, ის საარჩევნო კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტია. ის გადაცემა ნანუკას შოუს ავტორია, რომელიც მთავარ არხზე გადის. მანამდე ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მუშაობდა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიცია — ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს. კანდიდატებს შორის არ არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციას რამდენიმე დღის წინ შეუერთდნენ.
მათ მაჟორიტარები 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს.
თბილისი:
- გლდანი — ნიკა მელია;
- ისანი — ხატია დეკანოიძე;
- სამგორი — ლევან ხაბეიშვილი;
რეგიონები:
- ქუთაისი — გრიგოლ ვაშაძე;
- გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო და საგარეჯო — ლევან ბეჟაშვილი;
- თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი — გიორგი ბოტკოველი;
- რუსთავი და გარდაბნის სოფლები — დავით კირკიტაძე;
- მარნეული და გარდაბანი — აზერ სულეიმანოვი;
- გორი და კასპი — ბადრი ბასილაშვილი;
- ხაშური, ქარელი, გორი — ნატო ჩხეიძე;
- ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი — ვაჟა ჩიტაშვილი;
- ახალქალაქი და ნინოწმინდა — მელიქ რაისიანი;
- საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული — გიორგი კაპანაძე;
- ზესტაფონი, ბაღდათი თერჯოლა, ტყიბული — კახა გეწაძე;
- წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონი — ნანუკა ჟორჟოლიანი;
- მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა— როლანდ ფიფია;
- ფოთი, სენაკი, ხობი — მურთაზ ზოდელავა;
- ზუგდიდი — მალხაზ ჯალაღონია;
- ბათუმი — ლევან ვარშალომიძე;
- ქობულეთი — ბონდო თევდორაძე;
- ხელვაჩაური, ხულო, ქედა, შუახევი — მიშა ბოლქვაძე;
- დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყარო — კახა ოქრიაშვილი;
- თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი — ცეზარ ჩოჩელი;
- ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია — დილარ ხაბულიანი;
- გურია — მანუჩარ კვირკველია.
აჭარის უმაღლესი საბჭო:
- ხელვაჩაური, ხულო, ქედა, შუახევი — გია აბულაძე;
- ქობულეთი — ელგუჯა ბაგრატიონი;
- ბათუმი — გიორგი კირთაძე.
მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები