Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition)-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
2020 წლის 23 სექტემბერს Samsung-მა საკუთარ მომხმარებელს S20 სერიის ახალი წარმომადგენელი, Galaxy S20 FE შესთავაზა.
FE იშიფრება, როგორც Fan Edition (ფანების გამოცემა), რაც კარგად ხსნის სმარტფონის არსს. Samsung-ი ყოველთვის გულდასმით უსმენდა საკუთარ გულშემატკივრებს, რადგან საბოლოო მომხმარებლის აზრი ყოველთვის მთავარია მომავალი პროდუქტის დიზაინისა და ტექნოლოგიური სრულყოფისთვის. ზუსტად ამ "კოლაბორაციის" შედეგია სამსუნგის უახლესი სმარტფონი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ამავდროულად ფლაგმანურ ფუნქციებს მოიცავს და S სერიის სტანდარტებისთვის აუცილებელ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს.
Covid19-მა რადიკალურად შეცვალა მსოფლიო და სწორედ დისტანციური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, კიდე უფრო გააქტიურდა ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის. Samsung Galaxy S20 FE ზუსტად ის სმარტფონია, რომელიც აწვდის ფლაგმანურ ფუნქციების რიგით მომხმარებელს, მისაღებ ფასად.
Samsung Galaxy FE-ს აქვს 6.5 ინჩიანი უსაზღვრო Super AMOLED ეკრანი 405 ppi-ით (პიქსელების სიმჭიდროვე) და HDR10+ მხარდაჭერით, რაც საოცრად მკვეთრ, ბუნებრივ და ნათელ ფერებს გვპირდება. მისი მთავარი სიამაყე კი 120 ჰერციანი ეკრანია. სტანდარტულ 60 ჰერციან ეკრანებთან შედარებით, ეკრანზე მოძრაობის ბუნდოვნება 2-ჯერ ნაკლებია. საბოლოოდ ეს ეკრანის ანიმაციის 50%-ით უფრო მაღალ აღქმას გვაძლევს. Galaxy S20 FE წარმოდგენილია Samsung-ის 7nm-იანი პროცესორით, Exynos 990-ითა და 6GB ოპერატიული მეხსიერებით, შიდა მეხსიერება — 128 GB, რაც გაჯეტს ერთ-ერთ უსწრაფეს სმარტფონად აქცევს.
სმარტფონს, რომელსაც 6.5 ინჩიანი და 120 ჰერციანი ეკრანი აქვს, ნამდვილად სჭირდება კარგი აკუმულატორი. Galaxy S20 FE წარმოდგენილია 4500 mAh ელემენტით, რომელიც ენერგოეფექტურ პროცესორთან თანწყობაში ერთ სრულ დღეს მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი გასტანს. სმარტფონს ასევე აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია და მოჰყვება 15 ვატიანი სატენი. შესაძლებელია 25 ვატიანი სატენის ცალკე შეძენაც.
რაც შეეხება კამერებს, აქ გვხვდება სამმაგი კამერის სისტემა, რომელსაც სამუნგი უკვე პრო კლასის (pro grade) გამოცდილებად მოიხსენიებს. მთავარი კამერა 12MP-იანი სენსორითა და უსწრაფესი ორმაგი პიქსელის ავტო ფოკუსით გვხვდება. მეორე ტელეფოტო კამერას აქვს 8MP-იანი სენსორი და შესანიშნავ პორტრეტულ ფოტოებს გვთავაზობს. ხოლო მესამე, ულტრაგანიერი კამერა ასევე 12MP-იანი სენსორით არის წარმოდგენილი და იდეალურია არქიტექტურული ნაგებობებისა და ჯგუფური ფოტოების გადასაღებად. კამერებს აქვთ შესანიშნავი დინამიკური დიაპაზონი, მკვეთრი ფერები, სტაბილური ექსპოზიცია და ძალია კარგად ართმევს თავს ფოტოების ღამით გადაღებას. ვიდეოს გადაღება 4K ფორმატში ხორციელდება და სმარტფონი იყენებს სამსუნგის ყველა არსებულ ტექნოლოგიას, სტაბილური და დინამიური ვიდეო ნამუშევრების შესაქმნელად. რაც მთავარია ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის სმარტფონში ჩაშენებულია 30X კოსმიური ზუმის (Space Zoom) ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შორეული კადრების დეტალური დაფიქსირება.
როგორც პრემიალურ მოწყობილობას შეშვენის Samsung Galaxy S20 FE დახუნძლულია სენსორებით, მათ შორის: თითის ანაბეჭდის ოპტიკური სენსორი ეკრანში, 2D სახის ამომცნობი, კომპასი, აქსელერომეტრი, ბარომეტრი, გიროსკოპი, მანძილის სენსორი, სინათლის სენსორი და ა.შ. ასევე სმარტფონში განთავსებულია ყველა ის თანამედროვე ფუნქცია, რომლითაც სამსუნგი ძალაინ ამაყობს: დაცული საქაღალდე, ორმაგი მესენჯერი, Always On Display, ლურჯი ათების ფილტრი, WiFi Direct , მულტიფანჯარა, ბიქსბის ინტელექტუალური ასისტენტი. სმარტფონს გააჩნია სტერეო დინამიკები, Dolby Atmos მხარდაჭერით, ასევე, უსადენო Samsung DeX და ენერგიის გაზიარების ფუნქციები.
ქართველის ფანების ოცნება ახდა! ფლაგმანური სმარტფონი მისაღებ ფასად უკვე ხელმისაწვდომია. Galaxy S20 FE წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო! სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ ქსელებში უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინასწარ Galaxy S20 FE სამსუნგის ჰოლოგრამით და საჩუქარად მიიღოთ უახსლესი ფიტნეს საათი Galaxy Fit2, ასევე, ეკრანის დაცის ერთწლიანი გარანტია. ქართველ მომხარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს შემდეგი ფერები: ლურჯი, ლავანდა, მწვანე და წითელი. წინასწარი გაყიდვები სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეტრომარტი, მეგატექნიკა.
აქვე გვინდა, კიდევე ერთხელ, შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონის შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში. სმარტფონს, რომელსაც აქვს ჰოლოგამა, მოჰყვება ოფიციალუირი გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სერვის ცენტრები დაზიანებულ ნაწილებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით ჩაანაცვლებენ. თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე. სმარტფონი მორგებული იქნება საქართველოში არსებულ ყველა მობილური ოპერატორების ქსელებთან. ამ უამრავი მიზეზის გამო, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ ორიგინალი სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.
დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები