ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი მეორე ნაწილს პროცესის ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პარტიაში თანამდებობა ამ ეტაპზე არ უნდა ეკავოს, სააკაშვილის მომხრეებს პროცესის ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებენ.
პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილის განცხადებით, 2016 წლის 27 დეკემბერს მოწვეულ იქნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, რათა პოლიტიკურ საბჭოს საკუთარი გადაწყვეტილებით დაეზუსტებინა მის მიერვე 2016 წლის 30 ნოემბერს დამტკიცებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესის” სავალდებულოდ განსასაზღვრი საკითხები.
როგორც პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, ბევრი საკითხი, გასამართ ყრილობასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია:
"სხვა საკითხებთან ერთად, დღეისთვის გაუგებარია, როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს 30 ნოემბერს დამტკიცებული არასრულყოფილი პროექტის დარღვევით.
პარტიის წესდებითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ზემოთჩამოთვლილ საკითხების განსაზღვრისა და გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ლეგიტიმური და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ახლა - ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული პოლიტიკური საბჭო უკვე ვეღარ განსაზღვრავს დღეს ჩასატარებელ პროცედურებს და, შესაბამისად, ყრილობის წინა დღეებში მოწვევა ყველანაირ აზრს კარგავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ 27 დეკემბრის დილით გაკეთებულ განცხადებას, რომ „მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 27 დეკემბერს დანიშნულ სხდომაში“, სხვაგვარად ვერ შევაფასებთ, თუ არა არალეგეტიმურ გზაზე დადგომას და პროცესის შეგნებულად ჩიხში შეყვანას.
2013 წლის წინა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს ნაცვლად, 6-კაციანი "საორგანიზაციო კომისიის" სახელით ყრილობის წესებისა და პროცედურების უგულვებელყოფით მომზადება, სხვა არაფერია თუ არა პარტიაში კონფრონტაციის გამწვავებისა და გახლეჩის პროცესის გამწვავება.
დღეს პარტიის პასუხისმგებლობის მქონე ყველა წევრი ცდილობს კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას. პატიმრობაში მყოფმა ენმ ლიდერებმა, ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს მიმართეს თავის პოზიციით და მხარი დაუჭირეს წესების განსაზღვრას. სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები მათ ბოიკოტით პასუხობენ და უარს აცხადებენ ამ პოზიციების განხილვაზეც კი.
ამ სახით და ფორმით დაორგანიზებული "ყრილობა" მხოლოდ შიდაპარტიული ბრძოლის მიზნით გამართული ღონისძიების სახეს მიიღებს. დღევანდელი ბოიკოტით ჩვენმა კოლეგებმა პოლიტსაბჭო არაქმედითად აქციეს - შესაბამისად, 20 იანვრამდე ვეღარ მოხდება პარტიის წესდებით სავალდებულო საკითხების გადაწყვეტა და ამდენად, სამწუხაროდ, მომავალ შეკრებას ეცლება ლეგიტიმურობის საფუძველი.
ყრილობის ჩატარების იურიდიულ ჩიხში შეყვანა სამწუხარო ნაბიჯია, ასუსტებს ერთადერთ მძლავრ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და უადვილებს ამოცანებს ივანიშვილის რეჟიმს".
პოლიტსაბჭოს სააკაშვილის მომხრე წევრებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, 27 დეკემბერს გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ ისინი ყრილობამდე დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს ტექნიკურად შეუძლებელს ხდის პოლიტსაბჭოზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ბოიკოტის მომხრეები უმრავლესობას წარმოადგენენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები