ძალადობის მსხვერპლი ბრალდებულის სკამზე — ქალი, რომელმაც სასამართლო ორჯერ მოიგო
ფოტო: Shutterstock
ნანა გოგალაძეს, რომელიც ქმრის ძალადობისგან თავს იცავდა და მოგერიების მიზნით დანით დაჭრა, პროკურატურამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ბრალი წარუდგინა. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალმა ძალადობის გამო პოლიციაც გამოიძახა.
ნანამ სასამართლოში უკვე ორჯერ დაამტკიცა, რომ მისი ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო ჩადენილი — ის 23 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო ნანას, როგორც ძალადობის მსხვერპლის უფლებების დასაცავად, ის არის პრეცედენტულიც.
ნანა გოგალაძე და ადვოკატი ელისო რუხაძე
ფოტო: ელისო რუხაძე
41 წლის ქალი On.ge-ს უყვება, რომ ქმარმა დაქორწინებიდან მალევე, 3-4 თვეში დაიწყო ძალადობა და ეჭვიანობის მოტივით, Facebook-იდან ყველა კაცი წაუშალა, მათ შორის ბავშვობის მეგობრები, კლასელები.
"დაშორებას რომ ვცდილობდი, მუხლებში მივარდებოდა და მეუბნებოდა, გამოვსწორდებიო. ამის მერე იწყებოდა ყველაფერი თავიდან, ოღონდ ახალი ძალით, ახალი შეტევებით და უფრო აგრესიულად...", — ამბობს ნანა.
შემთხვევა, რომლის გამოც ნანა ბრალდებული აღმოჩნდა, 2019 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს მოხდა. ნანა გვიყვება, რომ მისი შვილების მამამ დაურეკა, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქმარი გაღიზიანდა და ცოლის დახრჩობა სცადა.
"ბავშვს ვთხოვე, მეზობლისთვის დაეძახა, ამ დროს ქმარმა მისკენ გაიწია და ხელი რომ გამიშვა, ცოტა ამოვისუნთქე. ბავშვმა მოასწრო გასვლა გარეთ და მეზობელს დაუძახა, ის შემოვარდა და როგორც იქნა, ამაგლიჯეს... უმცროსმა შვილმა მითხრა მერე, როცა დაგინახე, გაწითლებული იყავი და ხრიალებდი, ისე შემეშინდა, საბანი გადავიფარე და გავითიშეო. ბავშვმა გონება დაკარგა შიშისგან", — ჰყვება ნანა.
ამის შემდეგ ნანამ 112-ში დარეკა, რამაც ქმრის გაღიზიანება გამოიწვია. მეზობელი დასაძინებლად გავიდა, შვილებმაც დაიძინეს და ის ქმართან მარტო დარჩა. ნანას თქმით, გაღიზიანებული მოძალადის შეკავება რომ ვერ შეძლო, მოუქნია პირველივე ნივთი, რაც ხელში მოხვდა. ეს ნივთი სამზარეულოს დანა აღმოჩნდა.
"მესამედ რომ წამოიწია, თვალები უკვე ჩასისხლიანებული, ჩაწითლებული ჰქონდა. შეშლილი, არანორმალური ადამიანის თვალები ჰქონდა. მივხვდი, რომ მორჩა, ალბათ, მომკლავს. სამზარეულოს გაშლილი მაგიდიდან რაც პირველად მომხვდა ხელში, დავარტყი, როგორმე რომ შემეჩერებინა. დედა ქურდებმა მომიკლეს. სახლი გაძარცვეს და დედა გაგუდეს. როცა მივხვდი, რომ შეიძლება მეც იგივე გადამხდენოდა და ჩემს შვილებსაც... საშინელება იყო. მართლა არ ვიცოდი, დანა იყო თუ რაიმე სხვა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს ადამიანი მესამედ არ უნდა მომკარებოდა", — გვიყვება ნანა.
ამის შემდეგ ქალმა ისევ დარეკა 112-ში, თუმცა ამჯერად დაჭრილი მოძალადისთვის სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. თუმცა ქმარი საავადმყოფოში საკუთარი ფეხით წავიდა, ნანას მიერ გამოძახებული პოლიცია კი ამ ყველაფრის შემდეგ, 40-45 წუთის დაგვიანებით მივიდა.
მომხდარის გამო ნანას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ბრალი წაუყენეს.
ნანას სამართლებრივი დახმარება ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, საფარმა გაუწია. ადვოკატი ელისო რუხაძე საქმეში ბრალის წაყენების პროცესში ჩაერთო.
"საქმეში იყო ბევრი პროცესუალური დარღვევა. მსხვერპლს ენობრივი ბარიერის გამო შემთხვევის ღამეს პოლიციასთან კომუნიკაცია გაუჭირდა. ის დაარწმუნეს, რომ არანაირი პრობლემები არ იქნებოდა და რასაც ეუბნებოდნენ, ყველაფერზე მოაწერა ხელი. ჩემთან ნანა გოგალაძე იმ დღეს მოვიდა, როდესაც ბრალს უყენებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე. პროკურორი ითხოვდა, რომ მას გადაეხადა 5 000-ლარიანი გირაო, რაც ნანა გოგალაძისთვის წარმოუდგენელი თანხა და პატიმრობის ტოლფასი იყო. ფაქტობრივად, მთელი გამოძიება აგებული იყო განზრახ დანაშაულის ჩადენის ირგვლივ მტკიცებულებების მოძიებაზე", — გვიყვება ელისო.
ადვოკატმა პროკურატურისგან მოითხოვა, რომ ნანა გოგალაძე მასზე განხორციელებულ ძალადობაში დაზარალებულად ეცნოთ. ელისო რუხაძემ, ასევე, შემთხვევის ღამეს მომხდარი გამოკვეთა, როგორც მსხვერპლის მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი ქმედება.
რუხაძე On.ge-სთან ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გამამართლებელი განაჩენი საქართველოში ძალიან ცოტაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პრეცედენტული საქმეა.
"ფაქტობრივად, ნანა გოგალაძეს ჰქონდა ყველა წინაპირობა, რომ ეს საქმე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩამჯდარიყო, თუმცა გამოძიებამ არც კი იკითხა, რამ აიძულა ქალი, დაეჭრა მისი ქმარი. მსხვერპლმა მეორე ფიზიკური შეხების შემდეგ დარეკა 112-ში, სახელმწიფო ჰყავდა ინფორმირებული, რომ მასზე ძალადობდნენ, ითხოვა დახმარება და 45 წუთის მანძილზე პოლიცია არ მოვიდა", — გვიყვება ელისო რუხაძე.
ახლა ნანას ქმარს ოჯახში ძალადობის ბრალი აქვს წაყენებული, ნანასთან და მის შვილებთან შემაკავებელი ორდერის გამო კომუნიკაცია არ აქვს. ქალი გვიყვება, რომ მომხდარის შემდეგ მათ ფსიქოლოგთან ვიზიტები დასჭირდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2020 წლის პირველ ნახევარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 4 014 ქალი გახდა, მხოლოდ გასულ თვეში კი — 767. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონით შესაძლებელია, მოძალადე განარიდონ მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე მოძალადეა. ასევე, შესაძლებელია მსხვერპლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანა.
ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ოჯახური ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი:
116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები