დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა — დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ზესტაფონის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა. ბაქრაძის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება უპერსპექტივობა, უიმედობა, სიღარიბე და გაჭირვება, ხოლო ამ ყველაფრის შეცვლას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.
"დღეს ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი ბრძანდებით მოსული ამ შეხვედრაზე, მაგრამ ვფიქრობ ყველას გვაერთიანებს ერთი საერთო, ეს არის ცვლილებების და უკეთესობის მოლოდინი. ყველა ვხვდებით, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება, იმიტომ, რომ ის, რაც დღეს ხდება, ქვეყნის მუდმივი უკუსვლა, გაჭირვების და სიღარიბის მუდმივი ზრდა, უიმედობის და უპერსპექტივობის მუდმივი მატება, ეს არის ის, რაც ემუქრება ჩვენ ხვალინდელ დღეს, ჩვენ მომავალს. ამიტომ, დღეს, ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი, რომელიც შეცვლის უიმედობას, სიღარიბეს და უპერსპექქტივობას და წაიყვანს ქვეყანას წინ.
ყველამ იცით, რომ დღეს ქვეყანაში არის უკიდურესი გაჭირვება, იზრდება ფასები, წამლებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, გაზრდილია კრიმინალი და როდესაც ქართული ოცნების ლიდერი ამბობდა, რომ კრიმინალმა მხოლოდ ტელევიზორში მოიმატა, ეს იმიტომ, რომ ის ქუჩებში არ გადის და ამას ვერ ხედავს. ეს ყველაფერი, უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები და კრიმინალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხებასთან ერთად დავამარცხებთ ამ პრობლემებსაც", - ამბობს ბაქრაძე.
იგი აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველოს ამოცანას წარმოადგენს ნაკლები ძალაუფლების, კეთილდღეობისა და ფულის მიცემა მთავრობისათვის და მეტი კეთილდღეობის მიცემა ხალხისათვის.
"დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ვართ ქვეყანა, სადაც მთავრობა ცხოვრობს კარგად, ხოლო ხალხი ცუდად.ჩვენი მიზანია, რომ ეს შევცვალოთ, რათა ნაკლები ჰქონდეს მთავრობას და მეტი ჰქონდეს ხალხს. სწორედ ამას ეხმახურება ჩვენი გეგმა, რომ შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯი 2 მლრდ. ლარით, შევამციროთ გადასახადები, რათა მეტი ფული დარჩეს ეკონომიკაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ხელფასები გაიზარდოს. მეტი კეთილდღეობა ხალხს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწა გადაეცეს ხალხს, ქვეყანაში მოსამართლეები აირჩიოს ხალხმა, პოლიციის უფროსები აირჩიოს ხალხმა, რათა ის ემსახუროს ხალხს და არა ბიუროკრატებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ნაკლები ძალაუფლება მივცეთ მთავრობას და მეტი ხალხს, ნაკლები ფული მთავრობას და მეტი ხალხს, ნაკლები კეთილდღეობა მთავრობას, მეტი ფული ხალხს. ეს არის ჩვენი გუნდის ამოცანა და ეს მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს. ამ ოლქში, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდნიდატი, რომელიც აუცილებლად მოუტანს ამ რეგიონს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ჩადებს თავის ცოდნას, კომპეტენციას და შრომას ქვეყნისათვის და ამ რეგიონიოს კეთილდღეობისათვის", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები