ირაკლი რუხაძე: იმედის მიერ მაესტროსა და GDS-ის ყიდვას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს
ტელეკომპანია იმედის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, იმედის, მაესტროსა და GDS-ის ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს:
"არანაირ პოლიტიკასთან [ამ გადაწყვეტილებას] კავშირი არ აქვს. მე არ ვარ პოლიტიკოსი. ამ არხის მფლობელი საერთოდ საქართველოშიც კი არ ცხოვრობს და საქართველოს პოლიტიკაში რა ხდება, დარწმუნებული ვარ, იცის თქვენზე [ჟურნალისტებზე] ბევრად უფრო ცუდად. ეს არის აბსოლუტურად ბიზნეს გადაწყვეტილება. ეს იქნება უაღრესად მომგებიანი ბიზნეს ჯგუფი და ნახავთ თქვენ ამას."
რუხაძის თქმით, მაესტრო ძალიან წამგებიანი კომპანიაა, რაც პირდაპირ კავშირში ტელეარხის პოლიტიზაციასთან. მისივე თქმით, გაერთიანება მაესტროს მისცემს შანსს გახდეს მომგებიანი არხი:
"მაესტრო არის უაღრესად წამგებიანი კომპანია, ისევ როგორც უამრავი ტელევიზია საქართველოში. პატარ-პატარა ტელევიზიები, დარწმუნებული ვარ, არის ყველა წამგებიანი. როცა ტელევიზია არის წამგებიანი, მერე ჩნდება კითხვა, რატომ ინახავს მას მისი მფლობელი. ზუსტად ამიტომ, მგონია, რომ ხდება ტელეარხების პოლიტიზაცია - ტელეკომპანიის მფლობელი ინახავს არხს არა იმიტომ, რომ მოგება ნახოს, არამედ იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. ამისგან გამოსვლის, არასაკმარისი, მაგრამ პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ტელევიზია უნდა იყოს მომგებიანი. მაესტროს შანსი არ აქვს, რომ მომგებიანი ყოფილიყო თავისით, მაგრამ იმედთან GDS-თან და სხვა არხებთან ერთად მას შესაძლებლობა უჩნდება, იმიტომ, რომ ერთი და იგივე რესურსის გადანაწილება მოხდება ბევრი სხვადასხვა არხის მიმართ."
ჟურნალისტის კითხვას, დაიხურება, თუ არა მაესტროს საინფორმაციო გადაცემა რუხაძემ უპასუხა, რომ კანონი არის უტვინო და საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება:
"ჩვენ ასე არ ვუყურებთ იმ კანონს. ჯერ ერთი ეს არის უაზრო და უტვინო კანონი. ჩვენ არ ვუყურებთ ასე, რომ ეს კანონი ასე იკითხება ცალსახად და ჩვენ უნდა გავაუქმოთ [ახალი ამბები], მაესტროში არანაირი საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება."
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში (მუხლი 60) არსებობს ნორმა, რომლის მიხედვით, ერთ ჰოლდინგში გაერთიანებით ამ სამი ტელეკომპანიიდან - იმედი, მაესტრო და GDS, მინიმუმ რომელიმე ორს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების შეჩერება და სპეციალიზირებული მაუწყებლობის დაწყება მოუწევთ.
რაც შეეხება GDS-ს, რუხაძის თქმით, GDS იქნება გასართობი არხი. ამასთან რუხაძე ამატებს, რომ სხვა იმედი კიდევ აპირებს გაფართოებას და სხვა არხების შეძენას:
"GDS ჩვენ მოგვაქვს, როგორც გასართობი არხი. რაღაც გეგმები გვაქვს, რას გავაკეთებთ ამასთან მიმართებაში. ჩვენ სხვა არხებსაც ვაპირებთ, მარტო ეს არ არის, ვაპირებთ სხვა არხების გაკეთებას - ზოგის ნოლიდან, ზოგის, თუ იქნება საინტერესო შემოთავაზებები, შეძენას. ჩვენ კიდევ გავმსხვილდებით."
ჰოლდინგმა იმედი, 27 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტი შეიძინა და ტელეკომპანია GDS-ის წილის შესაძენად მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები