ხმაური და დაპირისპირება ბოლნისში: ძალა ერთობაშიას წევრები ქართულ ოცნებას თავდასხმაში ადანაშაულებენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ბოლნისში ძალა ერთობაშიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმამ და 50-მდე პირმა ოპოზიციის წევრებს სცემეს.
ძალა ერთობაშიას კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და "უმისამართო სროლა იყო". დაშავებული არიფ იუსუფოვი ამბობს, რომ ის ჩაიხანაში იყო, როდესაც ქართული ოცნების კანდიდატის ძმა მას თავს დაესხა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
On.ge-სთან საუბრისას გოგი მეშველიანი ბრალდებებს უარყოფს და პირიქით, ოპოზიციას ადანაშაულებს ფიზიკურ თავდასხმაში.
"სიცრუეს ტირაჟირებენ და ცდილობენ ვითარება წარმოაჩინონ აბოსლუტურად შებრუნებულად. მათი ნახიდურის ზონის ლიდერი, არიფ იუსუფოვი ნათესავებთან და თანამოაზრეებთან ერთად თავს დაესხა ჩვენს სააგიტაციო ჯგუფს. პირველი ეტაპის ჩახშობა, რომელიც საჩაიეში მოხდა მოხერხდა, ჩვენები გამოერიდნენ, დაბრუნდნენ მიკროშტაბში და შემდეგ იუსუფოვი და სხვა მომხრეები ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც საარჩევნო შტაბის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და იუსუფოვმა თავი გაუტეხა ჩვენს აქტივისტს".
კითხვაზე, მიმართეს თუ არა მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეშველიანი ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ინციდენტის დროს ბოლნისში არ იმყოფებოდა.
რაც შეეხება მის ძმას, მეშველიანი ამბობს, რომ ის მას შემდეგ ჩაერთო, როცა ინციდენტი დაწყებული იყო და მან დაპირისპირებულები გააშველა.
"ჩემი ძმა ინციდენტის დროს იყო მიკროშტაბში, რომელიც იქვე შორი-ახლოს მდებარეობს ჩაიხანიდან. როცა მისთვის გახდა ცნობილი, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო, მაშინ მივიდა. მისი ჩართულობით და მონაწილეობით მოხდა ვითარების განმუხტვა და ჩვენი აქტივისტების გამორიდება. რასაც მოყვა ხელკეტებით და ქვებით თავდასხმა მასზე", — განაცხადა მან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბოლნისში ოპოზიცია მეშველიან თავდასხმაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილი ამ მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები