საკონსტიტუციოს სასამართლომ თავის შესახებ კანონის ზოგი პუნქტი არაკონსტიტუციურად სცნო
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი და საქართველოს მოქალაქეები, პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე პირები იყვნენ: პარლამენტის წევრთა ჯგუფი დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი, ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა:
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უფლებამოსილების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილ ვადაში არ ანაცვლებს მოსამართლეს. ეს საქმის განხილვისათვის საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი. იგი ადგენდა პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის საჭიროებას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ორგანული კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად აწესებდა პლენუმის 6 წევრის თანხმობის საჭიროებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას ანიჭებდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან ამ საკითხის განხილვა ხორციელდებოდა ფაქტობრივად ორჯერ - პლენუმისა და კოლეგიის მიერ, რაც აჭიანურებდა საკითხის გადაწყვეტას და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურობას.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის სხდომათა დარბაზში გამოცხადების ვალდებულებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა გაუმართლებლად, არაგონივრულად აფერხებდა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას და, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პირის უფლების დროულად დაცვის შესაძლებლობას. ამავე დროს, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული კანონის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი, რომელიც კრძალავდა ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობების ხელმეორედ დაკავებას. ასევე, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.
ზემოაღნიშნული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების არაგონივრულ შეზღუდვად და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევად.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა:
კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც გარკვეული კატეგორიის საქმეების განხილვის უფლებამოსილებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომას ესწრება 7 წევრი.
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრის უფლებამოსილებას, დააყენოს შუამდგომლობა საქმის პლენუმზე განსახილველად გადაცემის თაობაზე. ასევე, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილებას აკუთვნებს ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები