აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა — ბოლო სიახლეები
ფოტო: Azerbaijan Defence Ministry / EPA
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ორივე მხარე შეტაკებებისა და ერთმანეთის ტექნიკის განადგურების ვიდეო- და ფოტომასალას აქვეყნებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 29 სექტემბრის ღამეს სომხეთი კონტრშეტევებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მათ ეს მცდელობები აღკვეთეს. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ქალაქ ფიზულის მიმართულებით შეტევას აგრძელებენ.
ბაქოში ამბობენ, რომ სომეხმა სამხედროებმა ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონის მიმართულებით საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნული ინფორმაცია ერევანმა უარყო. მათივე თქმით, თავდასხმისას კიდევ ოთხი სომხური ტანკი გაანადგურეს.
თავის მხრივ ერევანში აცხადებენ, რომ მათ აზერბაიჯანის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
აზერბაიჯანი ასევე ამტკიცებს, რომ სომხეთის პოლკი მარტუნი სრულად გაანადგურეს. სომხეთმა აღნიშნული ინფორმაციაც უარყო.
ღამის პირველი საათისთვის თვითაღიარებული რესპუბლიკა არცახის (ყარაბაღი) თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ისინი აცხადებენ, ორშაბათს მათ კიდევ 26 სამხედრო დაკარგეს — სულ 84.
ერევანში აცხადებენ, რომ ყარაბაღში, ქალაქ გადრუტში უპილოტო საფრენმა აპარატმა ორი სახლი ააფეთქა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონი გუტიერეშმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა და სიტუაციის დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მსგავსი შინაარსის საუბარი გუტიერეშს სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ პაშინიანთანაც ჰქონდა.
ამასთან, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავენ.
სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერსა და გერმანიის კანცლერს შორის. როგორც სომხეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ნიკოლ პაშინიანმა ანგელა მერკელს მოუწოდა, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა თურქეთის ქმედებები შეზღუდონ.
27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები