ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდი დგას აქ — უგულავა ევროპული საქართველოს სიის წარდგენისას
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს პარტიული სიის წარდგენისას გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ეს "ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდია". მისივე თქმით, ვარდების რევოლუციის მთავარი მემკვიდრეობა რეფორმებია.
როგორც უგულავა ამბობს, იმ რეფორმებს, რომელმაც ეკონომიკა ფეხზე დააყენა, გამოცდილი გუნდი სჭირდება.
"იმ ცვლილებებს, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ სჭირდება გუნდი, გამოცდილება და ცოდნა. ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდი დგას აქ. რადგან ესაა გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია, ბიუროკრატია, რომელიც გადაეცემა ხელისუფლებიდან ხელისუფლებას და ახრჩობს თავისუფლებას ქვეყანაში", — განაცხადა უგულავამ სიტყვით გამოსვლის დროს.
დღეს, 29 სექტემბერს ევროპულმა საქართველომ პროპორციული სია წარადგინა. როგორც პარტიაში განაცხადეს, სიაში არ არის დაცული რიგითობა და ისინი მხოლოდ წევრებს წარადგენენ. სიაში მოხვდნენ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და სხვა ცნობილი სახეები. სიაში 9 ქალია.
- გიგი უგულავა;
- ტარიელ ნაკაიძე;
- გოჩა გურგუჩიანი;
- ლევან თარხნიშვილი;
- ზურაბ ჩილინგარაშვილი;
- არსენ კარაპეტიანი;
- აჰმედ იმამყულიევი;
- ირინე აფხაზავა;
- გიორგი კანდელაკი;
- ზურაბ ჭიაბერაშვილი;
- მაია კაციტაძე;
- გიორგი ღვინიაშვილი;
- სერგო რატიანი;
- ელენე ოზაშვილი;
- მალხაზ პატარაია;
- ირაკლი კიკნაველიძე;
- მარიამ რამინაშვილი;
- ოთარ კახიძე;
- ირაკლი აბესაძე;
- ლელა ქებურია;
- გიგა ბოკერია;
- აკაკი ბობოხიძე;
- ნინო გოგუაძე;
- ზაზა კედელაშვილი;
- ზურაბ ბუცხრიკიძე;
- ირმა ნადირაშვილი;
- გიგი წერეთელი;
- სერგი კაპანაძე;
- ხათუნა გოგრიშვილი;
- ტარიელ ნაკაიძე;
- არმაზ ახვლედიანი;
- ელენე ხოშტარია;
- შალვა შავგულიძე;
- დავით ბაქრაძე.
პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ პარტიული სიის დაკომპლექტების ძირითადი პრინციპი არის პარტიული კონკურენცია. მისი თქმით, პარლამენტში მოხვდებიან სიიდან ყველაზე "ღირსეულები", ვისაც აირჩევს ხალხი.
"ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრების მიხედვით იმიტომ, რომ ეს არის ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები. ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ერთი, ორი ან ხუთი ადამიანი წყვეტს ვინ უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებია. არა, ჩვენ ვართ ის პარტია, სადაც ყველაფერს გადაწყვეტს ამორმჩევლის, ხალხის აზრი", — განაცხადა დავით ბაქრაძე.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30 სისტემით ჩატარდება.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები