მმართველი გუნდისთვის სავალდებულო გახდეს საერთო მაუწყებლის დებატებში მონაწილეობა — ლელო
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ლელოს ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა — კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება.
ლელოს ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კოჟორიძის თქმით, ქართული ოცნება ნებაყოფლობით არ მიდის დებატებზე. მათ უნდათ ამომრჩევლის ხმები, მაგრამ არ უნდათ უპასუხონ კითხვებს.
"ქართული საზოგადოება ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ შეეჯახა იმ უპასუხისმგებლობას, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატები უარს ამბობენ პოლიტიკურ დებატებზე. ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს წინასაარჩევნო პერიოდი დებატების გარეშე. საქართველოში მმართველი გუნდი მხოლოდ ბილბორდების საშუალებით ამყარებს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მხოლოდ ამომრჩევლის ხმები სჭრიდებათ და მათ კითხვებს არ პასუხობენ. ეს სამარცხვინო რეალობა უნდა შეიცვალოს და ამას აუცილებლად შევცვლით. ამ ინიცირებით სახელისუფლებო კანდიდატი ვალდებული იქნება, დებატებში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო თუ ის ორჯერ უარს იტყვის დებატებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხსნება არჩევნებიდან", — აცხადებს კოჟორიძე.
ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივის დაკანონება არის აუცილებელი.
"საკანონმდებლო ინიცირება გახდა საჭირო, რადგან მმართველი გუნდი, ქართული ოცნება, მხოლოდ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, პრაქტიკულად, არ იღებს მონაწილეობას არც ერთ სატელევიზიო დებატში, სადაც რეალურად უნდა ხდებოდეს დისკუსია იმისთვის, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, მოსახლეობამ გაიგოს სხვადასხვა პარტიის შეხედულებები, მათ შორის, მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
მიიღო წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობა — ეს ავტომატური პროცესია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეგნების საკითხი. მათ კი სათქმელი არაფერი აქვთ და დებატებში არიან ძალიან სუსტები, ამიტომ არიდებენ თავს. შესაბამისად, დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტის საორგანიზაციო ჯგუფში ჩაშვებულია, სადაც არის ჩაწერილი ვალდებულებები. ცვლილება არის ორგანულ კანონში არჩევნების შესახებ, სადაც იგულისხმება, რომ მმართველი გუნდის სიითი შემადგენლობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ, გამოცხადნენ დებატებში, ორჯერ თავის არიდების შემთხვევაში კი მოიხსნებიან არჩევნებიდან", — აცხადებს კობერიძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები