მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა იცოდეს ჩვენი ვალდებულებები, რას გავაკეთებთ და რას არა — ბოკერია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებებს, თუ რას გააკეთებს არჩევნების შემდეგ და რას არ გააკეთებს.
გიგა ბოკერიას თქმით, გადასახადების და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო რეფორმა და რეალური თვითმმართველობა, თითოეულ ოჯახს მოუტანს მეტ კეთილდღეობას და პარტია, ლიდერების ხელმოწერით, იღებს ამ რეფორმების შესრულების ვალდებულებას.
ასევე, ბოკერიამ აღნიშნა, რომ როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა, ახდენს თავდასხმას პროპაგანდის გზით ევროპულ საქართველოზე, რომ თითქოს ერთიმხრივ, პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთადაა და მეორემხრივ, ქართულ ოცნებასთან არის შეკრული. ამრიგად, როგორც ბოკერია ამბობს, ევროპული საქართველო იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ ისინი არ შეუქმნიან კოალიციას ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს და არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე.
"ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა ცდილობს, შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასროფას უქადის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა ოჯახში, ერთი და იგივე სურათია, უიმედობის, ფეხებზე დაკიდების და იმის, რომ დღევანდელი ვითარება არანაირ შანს არ აძლევს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ოჯახებს წინსვლისა.
სააკაშვილს და მის გარემოცვას სურს 2012 წლამდე პერიოდში დაბრუნება, წარსულში და ამ ნოსტალგიით არის შეპყობილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ის ჩვენი ლიდერი იყო, ევროპულ საქართველოს გააზრებული გვაქვს რა იყო არასწორი და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად და გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ უკან კი არ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი ჩამოვიცილოთ და მერე ვთქავთ, რომ რაღაცა იქნება, არამედ გვქონდეს მწყობრი გეგმა, გეზი და კომპასი, რაც არის ჩვენს ხელშეკრულებასა და ვალდებულებათა ბარათში.
მთავრობა, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და ძალიან მცირედით კმაყოფილდება და დანარჩენს უტოვებს ჩვენს ოჯახებს, რათა ჩვენ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. ეს არის სწორედ გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრება, თავისუფალი სასამართლო ნაფიცი მსაჯულებით და რეალური თვითმმართველობა. ეს არის ევროპული საქართველოს გეზი და სწორედ ევროპული საქართველო ორივე მხრიდან თავდასხმის ქვეშ არის. ოცნების და ივანიშვილის პროპაგანდა ყველგან ჩვენზე იძახის, რომ ეს იგივე ნაციონალური მოძრაობაა, რადგან ეშინიათ ჩვენი ხედვის და იმ გარდამტეხი ცვლილებების, რომელთაც ჩვენ, ევროპული საქართველო მოვიტანთ. სააკაშვილის პროპაგანდა, ასევე, იგივე ნიაღვარით გვაბრალებს შეკვრას ოცნებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველმა იცოდეს ჩვენი ვალდებულებები, რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ", — აცხადებს გიგა ბოკერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები