ქვეყნები, სადაც კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა გამოჯანმრთელებულებს აღემატება
ფოტო: Sam Whitney
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
კორონავირუსი პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში 2019 წლის, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. უკვე 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) იგი საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, რადგან COVID-19 ქვეყნებში ძალიან დიდი სისწრაფით, მასშტაბურად გავრცელდა.
დღეს მსოფლიო უკვე მისი ვაქცინის მოლოდინშია და, მეტ-ნაკლებად, მკურნალობის მეთოდებიც ჩამოყალიბდა, მაგრამ ინფიცირებულთა რიცხვი, კვლავ მზარდია. მართალია, არაერთმა სახელმწიფომ COVID-19-თან ბრძოლის წარმატებული პრაქტიკა გვაჩვენა, მაგრამ მაინც არსებობს ქვეყნები, სადაც კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რიცხვს აღემატება.
ფოტო: iStock
1. საფრანგეთი
ამ სიაში პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს. აქ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 96 797-ია, თუმცა აქტიური შემთხვევების რიცხვი აღემატება და 434 782-ს შეადგენს. 1 ოქტომბრის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით 563 535 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან, 31 956 — გარდაიცვალა.
2. უკრაინა
საფრანგეთის მსგავსად, არც უკრაინა აღმოჩნდა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ აქ 94 443 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რიცხვი ამასთან შედარებით მაღალია და 114 392-ს შეადგენს. ჯამში, ქვეყანაში 213 028 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი — 4 193.
3. ბელგია
რაც შეეხება ბელგიას, აქ კორონავირუსით ამჟამად 88 982 პაციენტი მკურნალობს, 19 454 კი უკვე გამოჯანმრთელდა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი სულ 118 452-ია, რომელთაგან 10 016 ადამიანი გარდაიცვალა.
4. ჰონდურასი
აქ ჯამში 76 900 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, დღეს აქტიური — 46 625-ია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ამ მონაცემებზე ნაკლებია და 27 922-ს შეადგენს. გარდაცვლილი კი სულ 2 353 ადამიანია.
5. ეთიოპია
ქვეყანაში კორონავირუსის 75 368 შემთხვევიდან, 31 204 გამოჯანმრთელებულია, აქტიური — 42 966. ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი, დღეის მონაცემებით, 1 198-ს შეადგენს.
ფოტო: Sarah Grillo
6. ჩეხეთი
ჩეხეთში გამოჯანმრთელებულია 33 557 პაციენტი, ამას მხოლოდ მცირედით აღემატება ამჟამად არსებული დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და იგი 36 619-ს შეადგენს. სულ ქვეყანაში 70 834 შემთხვევა გამოვლინდა, 658 — გარდაიცვალა.
7. ლიბანი
აქ დღეს აქტიური შემთხვევების რიცხვი 21 702-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებული კი, 17 565-ია. ჯამში კორონავირუსი ქვეყანაში 39 634 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 367 —გარდაიცვალა.
8. უნგრეთი
უნგრეთში გამოჯანმრთელებულია 6 118 პაციენტი. დღეს აქტიური შემთხვევები კი, 20 410-ს შეადგენს. სულ ქვეყანაში 27 309 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 781 ადამიანი.
9. ტუნისი
აქ, ამჟამად, ინფიცირებულთა რიცხვი 13 116-ს უტოლდება, ჯამში კი დადასტურებული შემთხვეევბის რაოდენობა 18 413-ია. ტუნისში გამოჯანმრთელდა 5 032 პაციენტი, გარდაიცვალა — 265.
10. სლოვაკეთი
სლოვაკეთში კი, კორონავირუსი, ჯამში, 10 141 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან, გამოჯანმრთელდა მხოლოდ 4 395. შესაბამისად, აქტიური შემთხვევები, გამოჯანმრთელებულებს აქაც აღემატება და 5 698-ს შეადგენს. ამასთან, გარდაიცვალა 48.
რაც შეეხება საქართველოს, აქ 1 ოქტომბერს კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 419 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 39 — გარდაიცვალა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი, 3 180-ია. კარანტინში 836 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები