მოსახლეობის 0,4% ყოველდღიურად მდიდრდება, დანარჩენი 99,6% უკიდურეს გაჭირვებაშია — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების მთავრობამ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას. ვაშაძემ მათ განცხადებებს უპასუხიმგებლო და ცინიკური უწოდა.
"გუშინ ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების პირდაპირი დაცინვა, როცა მილიონერების გუნდი გამოვიდა და გვითხრა, რომ ხალხნო თქვენ ძალიან კარგად ცხოვრობთ, კრიმინალი ქვეყანაში არ არის და თუ სადმე სიღარიბე იგრძნობა, ესეც ჩვენი ბრალი არ არისო. თითქოს ხელისუფლებაში რვა წლის განმავლობაში ვიღაც სხვა იყო და არა ეს მილიონერების გუნდი. ეს არის კატასტროფული უპასუხისმგებლობა და ცინიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ პირადად ივანიშვილის და მისი ე.წ. თანაგუნდელების მხრიდან, თუმცა მისი მარიონეტებისგან არაფერია გასაკვირი.
31 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ ან ეს მატყუარები დარჩებიან ხელისუფლებაში და კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავვარდებით ან ჩვენ დავიწყებთ წინსვლასა და აღმშენებლობას. არჩევანი ძალიან მარტივია, მილიონერების გუნდი, რომელიც გამილიონერდა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ან საქმის მკეთებელთა გუნდი. ეს არჩევანი უნდა გავაკეთოს აბსოლუტურად ყველამ, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ 31 ოქტომბერს.
ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ოფიციალურად განთავსებულია სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით გაუარესებულია. 40 000 სამუშაო ადგილი პანდემიამდე დავკარგეთ, 220 000 სამუშაო ადგილი სულ ახლხანს. ეკონომიკა ჩაგვივარდა და ახლა იგივე კოლაფსშია მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემა. ყოველდღურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სანაცვლოდ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. "დამსხვრეული ოცნებების" პარტიას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. ქვეყანაში კრიმინალი გაორმაგდა, ხოლო გახსნის მაჩვენებელი განახევრდა — 40%-ზე მეტი მკვლელობის საქმე გაუხსნელია. ამერიკის სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოვჩნდით. 8,2% უკიდურესად გაჭირვებული და მშიერი ადამიანია ქვეყანაში. რეგიონში ანტირეკორდი მოვხსენით და 3-ჯერ უფრო მეტი მშიერი ადამიანია საქართველოში, ვიდრე სომხეთში. ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად აღმოჩნდა, რომ სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის მაჩვენებლით გადაგვისწრო. ლარის კურსი 2-ჯერ გაუფასურდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. უბრალოდ რამდენი არგუმენტი უნდა ჩამოვთავლოთ იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ — ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ქვეყნის რეალობას სრულიად მოწყვეტილნი და ერთადერთი მიზანი აქვთ — ბევრი ფული აკეთონ.
ფულის მკეთებელთა გუნდი ვიხილეთ გუშინ ძვირადღირებული პრეზენტაციით და ადამიანებით, რომლებიც გვიმტიკიცებენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ვინც ფიქრობთ, რომ ძალიან კარგად ცხოვრობთ, კარგი შემოსავალი გაქვთ და ის ყველაფერი სიმართლეა, რასაც ისინი ამბობენ, კი ბატონო მიეცით მათ ხმა და დარჩენილმა უმრავლესობამ, ვფიქრობ, კონკრეტული განაჩენი უნდა გამოუტანოს ამ ხალხს. საქართველოს მოსახლეობის 0,4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი რაოდენობა — 99,6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები