დაფასებული მედიცინის მუშაკი არის კორონავირუსის დამარცხების საწინდარი — ლევან კობერიძე
ლელოს ჯანდაცვის ჯგუფმა ბრიფინგი გამართა, სადაც სამედიცინო სფეროს თანამშრომლების დაბალი ანაზღაურება განიხილა. როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ექთნების და ექიმების შრომა გახდეს დაფასებული, უსაფრთხო, მაღალანაზღაურებადი, ასევე, გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ლელოს ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, სამედიცინო პერსონალი, რომელმაც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ფინანსურად არ წახალისებულა. მისი თქმით, ეს ადამიანები უნდა წახალისდნენ 1000 ლარით და 2021 წლის ბოლომდე სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს ფინანსური სამოტივაციო გეგმა მათთვის.
"მედიცინის სფეროს მუშაკების, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება და ყველაზე სამწუხაროა, რომ მომავალში დაგეგმილიც კი არ არის. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება, პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება. ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება. მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და, პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული მედიცინის მუშაკები არიან კორონა ვირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა და საბოლოო დამარცხების საწინდარი. ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან", — განაცხადა კობერიძემ.
ლევან კობერიძის თქმით, აუცილებელია ბიუჯეტში კონკრეტული სქემა ჩაიდოს, რომელიც უშუალოდ ექიმებს და ექთნებს შეეხებათ და მთავრობა მხოლოდ მადლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
ბრიფინგს ესწრებოდა ლელოს ჯანდაცვის წარმომადგენელი ვატო სურგულაძეც. მისი თქმით, როცა მსოფლიოში ექიმების ხელფასი 20% იზრდება, საქართველოში ექთნები მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ. სურგულაძეს მიაჩნია რომ საჯარო უნდა გახდეს ყველა ის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც მოხმარდა კოვიდ-19 ეპიდემიასთან ბრძოლას, რადგან სამედიცინო პერსონალის შრომის ხელშეკრულების პირობები კაბალურია.
"აუცილებელია, ყველა იმ სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ვინც ჩართულია სასწრაფოდ ეპიდემიის არსებობის პერიოდში, მოხდეს ყოველთვიური ბონუსური სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომლის გაკეთება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.
გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჩართულია კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში, დღეისათვის, ქვეყანაში დაახლოებით 25000 დასაქმებული, სერტიფიცირებული ექიმია და ამდენივე ექთანი. უმრავლესობა გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კლინიკაში. ექთნები იძულებული არიან, შეთავსებით დასაქმდნენ სამ, ოთხ და ზოგჯერ, ხუთ ადგილზეც კი, მათ შორის, სხვა ქალაქშიც და მუნიციპალიტეტში.
პირველ რიგში, დაბალი ანაზღაურება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში არ ხდება ტარიფების შეცვლა. პირიქით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ტარიფებმა დაიკლო. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც იყო 2013 წელს, დარჩა 2020-ში, რაც სამედიცინო პერსონალის შრომის პირობების დარღვევაა", — განაცხადა სურგულაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები