15 ოქტომბერს ჩვენ ორს გვექნება დებატები და იმედი მაქვს, არ გაექცევით ამ გამოწვევას — ვაშაძე გახარიას
ფოტო: სტრატეგია აღმაშებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და მის გუნდს, რომლებსაც "ფულის მკეთებელთა გუნდს" უწოდებს, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისგებლობას აკისრებს და "დანაშაულებრივ ქმედებებზე" პასუხის გაცემას ითხოვს. ვაშაძე იმედოვნებს, რომ 15 ოქტომბერს, დებატებს ღია ეთერში გახარია გაქცევით არ უპასუხებს.
"რას აკეთებს ამ დროს არსებული მთავრობა და პრემიერმინისტრი გახარია, რომელიც თავს იკავებს ჩემთან დებატებზე, რადგან ზუსტად იცის, რომ პირადად მას მოუწევს ხალხისთვის დაგროვილ უამრავ პრობლემურ საკითხზე და დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა. მე მინდა მივმართო მას: თქვენ აცდენილი ხართ რეალობას და არ გამოხატავთ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ინტერესებს. რა პასუხი გაქვთ საქართველოს იმ ერთი მილიონი მოქალაქისთვის, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს და დღიდან დღემდე მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიპოვოს საარსებო ლუკმა-პური თავისთვის და თავისი ოჯახისთვის? რას ეუბნებით ათასობით პენსიონერს, რომლებიც უსამართლოდ მაღალპროცენტიან სესხს იღებენ და არ იციან, ამ კაბალური პირობებით აღებული თანხით პური იყიდონ თუ წამალი. თუ გისაუბრიათ ერთ ბიზნესმენთან მაინც, რომელსაც თავისი მცირე ბიზნესის დახურვა მოუწია არსებული კრიზისის გამო? რა პასუხი გაქვთ იმ დედებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ამ ბიზნესების დახურვის გამო და ფული არ აქვთ თავისი შვილის საჭმლისა და წამლისთვის? 8 წლის თავზე, ისევ მხოლოდ დაპირებები გემეტებათ მათთვის? ჩემს გუნდთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში მოვიარე მთელი საქართველო, შევხვდი უამრავ ადამიანს, ვიცი მათი სატკივარი და მათი პრობლემების გადაჭრის გზები და რას ეუბნებით მათ, რომ არ გეყოთ რვა წელი, მათი ძარცვისთვის, მათი ასეთ მძიმე ყოფაში ჩაგდებისთვის და კიდევ მესამე ვადით, 4 წლით ითხოვთ არჩევას, იმისთვის, რომ კიდევ 4 წელი ძარცვოთ ხალხი და კიდევ უფრო გაართულოთ მათი და ჩვენი ცხოვრება?! სად არის 5 მილიარდი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყნის მოსახლეობის დასახმარებლად გასცა? თქვენ, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხის გაცემა არ გსურთ, მაგრამ მინდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობიდან 37 წევრი და მათი 6 მინისტრი ხალხის და ამ დახმარებების ხარჯზე გამდიდრებული მილიონერია. საქართველო ვერ გახდება ივანიშვილისა და მისი მთავრობის გამდიდრების ბიზნეს-მოდელი. სწორედ ამიტომ, 15 ოქტომბერს, ჩვენ ორს გვექნება დებატები ღია ეთერში და იმედი მაქვს, არ გაექცევით ამ გამოწვევას", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები