ქართული ოცნება ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევრად — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ხაზარაძე განმარტავს, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და ეს არა პანდემიის, არამედ უუნარო მმართველი გუნდის დამსახურებით ხდება.
მისი თქმით, ყველა რეალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა პანდემიამდე გამწვავდა, რადგან მოსახლეობა მასობრივად უმუშევარი რჩებოდა, პანდემიამ კი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
"უმუშევრობამ ქართული ოცნების უუნარო, ახლა უკვე 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღეს ასობით ათასი ადამიანი უსამსახუროდ არის დარჩენილი და ეს პანდემიის გამო არ ხდება. პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დღეს უცხოეთში, ურთულეს პირობებში მუშაობს, რომ აქ მყოფი ოჯახი სიღატაკისა და შიმშილისაგან იხსნას. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 18.5%-ია. თუმცა, ვიცით, რომ რეალური ციფრი 27 პროცენტს აჭარბებს", —აცხადებს ხაზარაძე.
ლელოს დამფუძნებელი გარემოპირობების გაუარესების გამო თვლის, რომ დღესაც, პანდემიის მართვისას, არათანმიმდევრული მოქმედებებით, ქართული ოცნების მთავრობა ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევარს. მმართველი გუნდი კი ყოველ ჯერზე უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს.
"500 000 ადამიანი, ეს კატასტროფული ციფრია და ქართულ ოცნებას გეგმაც კი არ აქვს, თუ როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, არათუ შეეძლოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ სწორი და რადიკალური რეფორმების გატარება, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. სწორი რეფორმა ერთადერთ გამოსავალია, რომ ქვეყანა სირთულიდან გამოვიყვანოთ და ამ ახალი რეფორმების ტალღა ოქტომბრიდან დაიწყება. ლელოს გუნდმა არაერთხელ შესთავაზა ამ არაპროფესიონალ მთავრობას გამოსავალი და სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემები დაგვემარცხებინა. "მარშალის გეგმით", რომელიც ლელომ წარმოადგინა, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს შევქმნათ 50 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მომდევნო 4 წელიწადში 200 000-ით ნაკლებ უმუშევარს ნიშნავს. ქართულმა ოცნებამ არ იცის, როგორ მართოს კრიზისი და გააჩინოს შესაძლებლობა. ოცნების ხელისუფლება პატივს არ სცემს ამომრჩეველს, არ მოდის დებატებზე, არ ჩნდება საჯარო სივრცეებში. მათ ერთადერთი ბანერებზე ვხედავთ. მათ მხოლოდ ბანერების ენა ესმით და ამიტომ ჩვენც, რა ენაც მათ ესმით, იმ ენაზე გვინდა დაველაპარაკოთ. ეს არის რუსეთს დაქვემდებარებული ძალა, რომელიც არ ზრუნავს თავის ქვეყანაზე და ხალხზე. ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა, ძლიერი და სწორი რეფორმა და ლელომ ეს იცის, ჩვენს გუნდს ეს შეუძლია! ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები