გეშინიათ, რომ მოქალაქეებს შეეძლებათ პირდაპირ შეგვადარონ ერთმანეთს — ვაშაძე გახარიას
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პრემიერ გახარიას 15 ოქტომბერს დაანონსებულ დებატებს ახსენებს და მიმართავს, რომ გამოიჩინოს გამბედაობა და ოპოზიციასთან პირისპირ შეხვედრას არ გაექცეს.
"პრემიერ გახარიასთან დებატებში, რომელიც დანიშნულია 15 ოქტომბერს და გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით, პრემიერმინისტრს ფაქტებს და რეალობას დავუპირისპირებ. არ მივცემ შესაძლებლობას, რომ თავი დაიძვრინოს ქართული ოცნების დაიპრებული ტყუილებისგან. როგორც აღმოჩნდა, მან ეს იცის და ამიტომაც ცდილობს, გაექცეს ჩემთან პირისპირ შეხვედრას. შესაბამისად, არ გაგვკვირვებია, მაგრამ, მაინც მიუღებელია, რომ გახარია აშკარად თავს არიდებს საჯარო დებატებს, როგორც ეს მისმა პარტიამ უკვე დააანონსა. თუმცა, მას, პირადად, ჯერ უარი არ განუცხადებია საჯაროდ. ასე რომ, ბატონო გახარია გადაწყვიტეთ — ლიდერი თუ ხართ, ოპოზიციასთნ დებატებს არ უნდა გაურბოდეთ. საკუთარი მიღწევებისა და დაპირებების თუ გჯერათ, წესით, უნდა გინდოდეთ მათი საჯაროდ წარდგენა. ლიდერებს სიმართლის არ ეშინიათ. მათ არ ეშინიათ არც ოპოზიციის. ასე რომ, ბატონო გახარია, შემომიერთდებით დებატებში? თუ გეშინიათ, რომ ფარდას ავხსნი დამსხვრეულ ოცნებებს, იმ ტყუილ დაპირებებს, რომელიც ხალხს თქვენ შესთავაზეთ, ან გეშინიათ, რომ თქვენს ტყუილებსა და უმოქმედობას გამოვააშკარავებ? იმის ხომ არ გეშინიათ, რომ ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, პირდაპირი შედარება მოახდინონ თქვენსა და ჩემს შორის; ჩემს, საქმის გამკეთებელ გუნდსა და თქვენს, ფულს დახარბებულ გუნდს შორის; ჩვენს კონკრეტულ, ქვეყნის განვითარების გეგმასა და თქვენს, ცარიელ დაპირებებს შორის?" — მიმართავს ვაშაძე გახარიას.
ვაშაძე აანონსებს იმ საკითხებს, რისი განხილვაც სურს რემიერმინისტრ, გორგი გახარიასთან. მისი თქმით, თუ გახარია ნამდვილი ლიდერია, უნდა მივიდეს და გამართოს საჯარო დებატები ისე, როგორც ამას დემოკრატი ლიდერები აკეთებენ მთელ მსოფლიოში.
"მე თქვენ საქართველოში არსებულ რეალობას დაგიპირისპირებთ. დაგისვამთ კითხვებს: რატომ უნდა იცხოვროს ქვეყნის მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკიდურეს სიღარიბეში? რატომ დაკარგა 220 000-მა ქართველმა სამუშაო ადგილი და თქვენ ეს არც კი გაღელვებთ? მე შეგეკითხებით, სად არის ის 5-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარება და რატომ მიიღო აქედან ფული მხოლოდ თქვენმა ახლობლებმა და თქვენი პარტიის შემომწირველებმა. მე დაგიპირისპირებთ ფაქტს, რომ კრიმინალური შემთხვევები, გასული 4 წლის განმავლობაში, გაორმაგდა და 40 000 დამნაშავე, ჯერ კიდევ შარშან თავისუფლად დადიოდა ჩვენს ქუჩებში. გეშინიათ ამ ფაქტების? გეშინიათ ასეთი რეალობის? თუ გეშინიათ, მაშინ დაემალეთ მოსახლეობას და თუ ლიდერი ხართ, მოდით და გამართეთ დებატები ჩემთან ისე, როგორც ამას დემოკრატი ლიდერები აკეთებენ მთელს მსოფლიოში. მე მზად ვარ და გელოდებით. თქვენ, ბატონო გახარია? ჯერი თქვენზეა, გადაწყვიტეთ", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები