მორიგი წინასაარჩევნო ფარსი ივანიშვილის გულმოწყალების შესახებ — აბესაძე იპოდრომის საქმეზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენების დაპირებას ეხმაურება.
აბესაძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობა ივანიშვილის მხრიდან.
"ეს არის მორიგი, ძალიან ადვილად გამოსაცნობი, წინასაარჩევნო ფარსი ივანიშვილის გულმოწყალების შესახებ. გავიხსენოთ თუნდაც 2018 წლის ვალების ჩამოწერა, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ 4 მილიარდი ლარის ვალები ჩამოწერეს, რომელიც ფონდ ქართუს მხოლოდ 38 მილიონი ლარი დაუჯდა და ახლა გვარწმუნებენ, რომ წინასაარჩევნოდ იპოდრომის ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემა, ეს არის უპეცენდენტო ქველმოქმედება და გულმოწყალება.
სინამდვილეში, ამის უკან დგას ის, რომ ივანიშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა აქტივი, რომლისგანაც ის ვერანაირ ეკონომიკურ მოგებას ვერ ნახულობდა და ვერც ნახავდა. ყველას კარგად ესმის, რომ იქ შეიძლება მხოლოდ გაკეთებულიყო პარკი და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტებითაც ეს ასეა", — აცხადებს იგი.
ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ამ საქმეში იკვეთება შესაძლო ფულის გათეთრების სქემა.
"ამ გადაცემით, ივანიშვილმა რეალურად ნახა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივნისში, როდესაც ივანიშვილმა, მის საკუთრებაში არსებული კომპანიისგან, ფონდი ქართუს მეშვეობით, 60 მილიონ ლარად გამოოსყიდა ეს ტერიტორია, ანუ, მან ფონდ ქართუში ოფშორული კომოპანიებისგნა შემოწირული 60 მილიონი ლარი გადაიტანა თავისი ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში და დღეს ირკვევა, თუ რატომ გააკეთა ეს.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილს ჰქონდა განზრახვა ტერიტორის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მაშინ მას შეეძლო ეს გაეკეთებინა საკუთარი შპს - თიც და ამ შემთხვევაშიც ეს ოპერაცია იქნებოდა უსასყიდლო და ივანიშვილს დამატებითი გადასახადების გადახდა აღარ მოუწევდა. ამის ნაცვლად, მან აიღო ოფშორული კომპანიებიდან ჩამორიცხული 60 მილიონი ლარი, გადაიტანა შპს- ში, მაშინვე დავსვით კითხვები, ხომ არ იყო ეს ფულის გათეთრება და რამდენად კანონიერი წარმომავლობის იყო ეს თანხა და რაც მთავარია, რა მიზანი ჰქონდა საქველმოქმედო ფონდიდან, სადაც თანხების ხარჯვაზე მეტი კონტროლი აქვს სახელმწიფოს, ფულის გადატანას საკუთარ შპს-ში. თუ მას უნა ეჩუქებინა ეს სახელმწიფოსთვის, მაშინ დასტურდება ჩვენი მაშინდელი ვარაუდები, რომ დიდი ალბათობით ეს არის ფულის გათეთრება და დიდი ალბათობით ამ თანხის დიდ ნაწილს ივანიშვილი მოახმარს წინასაარჩევნოდ, უკანონოდ ხარჯვასა და მოსყიდვის მცდელობას საზოგადოებაზე.
ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის ამ მოჩვენებით ქველმოქმედებას მიჩვეულია, ეს არ იქონიებს რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ამომრჩეველზე, უბრალოდ ეს არის მორიგი დადასტურება თუ როგორ უკანონოდ მოქმედებს ივანიშვილი და ქართული ოცნება და როგორ ცდილობს საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და ეს ყველაფერი წარმოაჩინოს ქველმოქმედებად", — აცხადებს აბესაძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები