Birdwatch — ტვიტერის სისტემა, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა
ფოტო: FOSSBYTESS
Twitter ახალ პროდუქტს — Birdwatch (ჩიტის საგუშაგო) ავითარებს, რომელიც ტვიტებზე მეტი კონტექსტის მინიჭებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლას გაამარტივებს. ტვიტების Birdwatch-ის ფილტრში გატარება ,ანუ გადამოწმების შესაძლებლობით აღჭურვა, ტვიტის ჩამოსაშლელი მენიუდან იქნება შესაძლებელი, სადაც დაბლოკვის და დარეპორტების ფუნქციებსაც შეხვდებით.
გამოქვეყნებულ ტვიტებზე ბინოკლის მცირე გამოსახულებაც იქნება დატანილი, მასზე დაწკაპებით ეკრანს გააქტიურებთ, რომელზეც ტვიტის გამოქვეყნების შესახებ სრული ისტორია იქნება მიწერილი.
Birdwatch-ის ტექნიკური მახასიათებლების ფოტოები გავრცელდა და როგორც ჩანს ტვიტერის გვერდითა პანელის მენიუს ახალი ფანჯარა — Birdwatch ჩანაწერები დაემატება. ის უკვე არსებული მახასიათებლების: სიების, თემატური დანაყოფების, სანიშნების და მომენტების რიგს შეუერთდება და საშუალებას მოგცემთ თქვენი ტვიტერის აქტივობების სანდოობა აღრიცხოთ, აკონტროლოთ.
სოციალური მედიის კონსულტანტის, მეთ ნავარას თანახმად, რომელმაც Birdwatch-ის რამდენიმე ფოტო გაავრცელა, ფუნქცია მომხმარებლებს ტვიტზე ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს და მათი ხილვა ტვიტზე განთავსებული დურბინდის გამოსახულებაზე დაწკაპებით არის შესაძლებელი.
სხვა სიტყვებით, ტვიტში გამოთქმული ნააზრევის შესახებ დამატებითი კონტექსტი საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჩამოყალიბების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე მყოფ ფუნქციას რევერსიული ინჟინერიის სპეციალისტმა, ჯეინ მენჩან ვონგმა მიაგნო, ტვიტერის ვებგვერდზე. ამ დროს, სისტემას სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა, მაგრამ უკვე გააჩნდა ტვიტების მონიშვნის, მცდარი ინფორმაციის შეფასების და მინაწერის მითითების შესაძლებლობა.
"დეზინფორმაციის მონიტორინგის მიზნით, ტვიტერი კონტროლის ბერკეტს ამუშავებს. მოდერატორებს ტვიტის მონიშვნა, დეზინფორმაციის გამოაშკარავება და ამის შესახებ ჩანაწერის გაკეთება შეუძლიათ. ჩანაწერი მეც გავაკეთე, რათა განახოთ როგორ გამოიყურება".
რამდენიმე დღის შემდეგ, ტვიტერმა ვებგვერდი განაახლა და დეტალური ძიების შესაძლებლობა შეზღუდა, თუმცა მიმდინარე კვირაში, მსგავსი ინტერფეისი ტვიტერის კოდში კვლავ მოიძებნა, ამჯერად iOS სისტემაში.
გაურკვეველია, ყველა მომხმარებელს შეეძლება დამატებითი კონტექსტის მითითება თუ მხოლოდ ნებართვის მქონე პირებს, რომელთაც ფაქტის გადამოწმების უფლებამოსილება მიენიჭებათ.
ტვიტერის early adopter და ჰეშთეგის გამომგონებელი, კრის მესინა ვარაუდობდა, რომ Birdwatch გარკვეულწილად მოქალაქეთა საგუშაგო იქნებოდა, რომელიც დეზინფორმაციის მონიტორინგზე იქნებოდა პასუხისმგებელი, როგორც ჩანს, ის მართალი იყო.
ტვიტერის კოდში ნაპოვნი მახასიათებლების მიხედვით, ეს ანოტაციები, რომელთაც Birdwatch ჩანაწერები ეწოდებათ, მოიხსენიება, როგორც ე.წ. კონტრიბუცია, რაც ხალხის დიდი ჯგუფის თანამონაწილეობას გულისხმობს. მომხმარებელი საჯაროდ აზიარებს ჩანაწერს და მხოლოდ საკუთარი თავისთვის შესახსენებლად არ ინახავს.
ინფორმაციის გაფილტვრისას მომხმარებელთა ჩართულობა ტვიტერისთვის ახალი არ არის. წლების განმავლობაში, ტვიტერის პირდაპირი ტრანსლაციის აპლიკაცია — Periscope მსგავს ტექნიკას მიმართავდა, რათა შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი შინაარსის მესიჯები გაეფილტრა.
Birdwatch-ის იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ტექნიკური დეტალების მიღმაა, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ყველას ექნება აღწერის შესაძლებლობა თუ არა, ტროლების მიერ სისტემისთვის გვერდის ავლის მცდელობებს როგორ გაუმკლავდებიან და რა ბედი ელის ტვიტს, რომელიც მრავალ უარყოფით შეფასებას დაიმსახურებს.
გასულ თვეებში, ტვიტერი კიდევ უფრო მედგრად დაუპირისპირდა დეზინფორმაციის შემცველ, ყალბ და პროვოკაციულ ტვიტებს. ტრამპის ზოგიერთ ტვიტზე ფაქტის გადამოწმების იარლიყებიც კი განათავსეს და ზოგიერთი გამაფრთხილებელი შეტყობინების მიღმა დამალეს, რომელზეც წერია, რომ აღნიშნული ტვიტი საიტის წესებს არღვევს.
საყოველთაო გადამოწმება ის ამოცანაა, რომლისთვისაც ტვიტერი კარგად მომზადებული არ აღმოჩნდა, რადგან ჯერ სტრუქტურა ააგო და შემდეგ დაფიქრდა პროცედურებზე, რომლითაც საზიანო მასალებთან გამკლავებას შეძლებდა.
Birdwatch-თან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრისგან ტვიტერი თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ სისტემა დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა.
"დეზინფორმაციის გამოვლენის და ტვიტების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაჯაროების გზებს ვსწავლობთ. დეზინფორმაცია კრიტიკული გამოწვევაა და მის გამოსავლენად ყველა შესაძლო გზას მოვსინჯავთ", — აცხადებს ტვიტერის პრეს-სამსახური.
ჯეინ მენჩან ვონგმა ახლახანს, Birdwatch-ის შესახებ მეტი დეტალი აღმოაჩინა, მათ შორის "ტვიტერის საზოგადოების" ფორმა, სადაც მომხმარებლები ხსნიან, შეიცავს თუ არა კონკრეტული ტვიტი დეზინფორმაციის ნიშნებს.
ტვიტერის ახალი პროდუქტის ხელმძღვანელმა, კივონ ბეიკპურმა აღნიშნა, რომ კომპანიას ერთი სული აქვს, როდის დამატებით ინფორმაციას.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა




კომენტარები