როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი: ბერძენიშვილის 5-პუნქტიანი გეგმა
ფოტო: 1tv.ge
ზაალ ანჯაფარიძის შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს გაესაუბრა მაუწყებლის დირექტორობის კიდევ ერთ მსურველს, თინათინ (თიკო) ბერძენიშვილს.
"ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები და მომხდარ ფაქტზე მოვახდინოთ რეაგირება. მედია ძალიან დასცილდა საზოგადოებას, ეს დაცილება მხოლოდ საქართველოში არ მოხდა. დღეს მედია აღარ არის მედიუმი, მედია ასწავლის საზოგადოებას როგორი უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა ვასწავლიდეთ საზოგადოებას, რა გააკეთოს და როგორ ისწავლოს,“- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე აღნიშნა.
ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს 5-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომლიც ანგარიშვალდებულებას, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დამკვიდრებას, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციის განვითარებას მოიცავს.
ბერძენიშვილის აზრით, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებისთვის აუცილებელია გაიდლაინების შემუშავება, რომლიც ჟურნალისტებს დაეხმარებათ სტანდარტების დაცვით მასალების მომზადებაში. გარდა ამისა, ომბუდსმენის ინსტიტუტის ამუშავება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან დამოუკიდებელი იქნება და მათ მიაწვდის ინფორმაციას სუსტი და ძლიერი მხარეების შეეხება.
ჩვენი თამასა ერთმნიშვნელოვნად გაზრდილია, დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც გვინდა იყოს ლიდერი
„ჩვენი თამასა ერთმნიშვნელოვნად გაზრდილია, დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც გვინდა იყოს ლიდერი. ამის ილუზიაც არ არსებობდა. ეს [ომბუდსმენის] ინსტიტუცია არის მექანიზმი, რაც გააძლიერებს ანგარიშვალდებულებას და მათ შორის, ჟურნალისტური სტანდარტებზე ყურადღების გამახვილებას,“ - აღნიშნა დირექტორობის კანდიდატმა, როლის გეგმაც არის, რომ გაძლიერდეს რეგიონული და საერთაშორისო ბიუროების განვითარება, რათა სიღრმისეულად გაშუქდეს საგარეო ურთიერთობები და საერთაშორისო მოვლენები.
მისი თქმით, უმცირესობების შემთხვევაში, ის პროექტები, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს - მრავალენოვანი მოამბე სინქრონული თარგმანით და ვებგვერდი, რომელზეც ეთნიკური უმცირესობების ენებზე თავსდება მასალები, საკმარისი არ არის.
„ის, რომ ჩვენ რაღაც გადაცემა შევქმნათ და მათ მივცეთ ნიშა, სადაც ისინი ისაუბრებენ, ეს საკმარისი არ არის. სწორედაც, რომ გენერალური აუდიტორიისთვის უმცირესობების ნებისმიერი ხმა უნდა იყოს, ვგულისხმობ დიდ გადაცემას, მათი ხმა უნდა ისმოდეს და არა ნიშურად, რომ აი, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პრიორიტეტი, რომელიც კანონშია გაწერილი,“ - განმარტა ბერძენიშვილმა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წვდომასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს კითხვები. მისი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს გარანტირებული რიგითი ნომერი ყველა მუქსში. გარდა იმისა, რომ მაუწყებელს შენობის პრობლემა აქვს, მისი აზრით, ტექნიკური გადაიარაღების პრობლემაც არსებობს, არხს არ აქვს გრძელვადიანი გეგმა, როგორ აპირებს მომავალში მუშაობას.
მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ადამიანური რესურსის შეფასება. გარდა ამისა, იმ ინდიკატორების შემუშავება, რომელითაც თანამშრომლების მუშაობის ხარისხი შეფასდება. დირექტორად არჩევის შემთხვევაში კი გეგმავს წაახალისოს თანამშრომლების ინიციატივები და ჩატარდება ტრენინგები.
რაც შეეხება ორგანიზაციის განვითარებას, ბერძენიშვილი გეგმავს 24-საათიანი მულტიმედია პროდუქტის შექმნას. "ჩვენ გვაქვს უკეთესი შედეგები ონლაინ მედიაში, ვიდრე ტელე-მედიაში" - დასძინა მან.
ხედვების გაცნობის შემდეგ დირექტორობის კანდიდატს სამეურვეო საბჭოს წევრებმა კითხვები დაუსვეს. ირინა ფუტკარაძის კითხვაზე, რა მენეჯმენტით გეგმავს მოსვლას ბერძენიშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენ ახლა ბევრი ცარიელი ადგილი გვაქვს და ზუსტად ვიცი ვინ გვჭირდება“.
ბერძენიშვილი, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ის არხის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორია. 2011 წლიდან ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში წამყვანის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მან ჟურნალისტური საქმიანობა 1997 წელს გაზეთში, ქართულ ფილმი, დაიწყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელე-რადიო კომპანია აუდიენციაში, ტელეკომპანია იმედში, არტ იმედში და სადაზღვევო საბროკერო კომპანია NLI LTD-ში.
სამეურვეო საბჭო დღეს კიდევ ერთ კანდიდატს - ნათია კუპრაშილს გაესაუბრება. მანამდე კი ზაალ ანჯაფარიძეს მოუსმინა. 5 დეკემბერს საკუთარი ხედვები დირექტორობის კანდიდატებმა - ვასილ მაღლაფერიძემ და ნინო ზაუტაშვილმა უნდა წარადგინონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები