ევროპული საქართველო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს კორუფციაში ადანაშაულებს
ფოტო: Daily Express
ევროპული საქართველო წყალტუბოს პროკურატურას მოუწოდებს, მუნიციპალიტეტში მიერ საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის საფუძვლიანი ეჭვის გამო გამოძიება დაიწყოს.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა ფლანგვის დეტექტორის გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს. მისივე თქმით, 9-დან 8 კომპანიას წარსულში არცერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და შპს არია გრუპს წარსულში საერთოდ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, არათუ ტენდერში მონაწილეობა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.
გარდა ამისა, კანდელაკმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ინდ.მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც ასევე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, ყოველგვარი კონკურსის გარეშე 119,600 ლარი მიიღო.
"ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ, როცა სკოლების სანიტარული კვანძების გამართულად მუშაობის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის გასაგებია და მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო, რატომ არ ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი? პასუხი ნათელია — ქართული ოცნების აღვირახსნილი კორუფცია", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
On.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, რათა აღნიშნულ თემაზე პასუხისმგებელ პირს გასაუბრებოდა. მუნიციპალიტეტში კი გვითხრეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ მაისურაძე საუბარს ვერ მოახერხებდა და სანაცვლოდ წერილობითი პასუხი მოგვაწოდეს. On.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ საკითხზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პასუხს.
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასწავლო წლის დაწყებამდე Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა, რომ ყველა სკოლაში მოწერიგებულიყო სველი წერტილები და საპირფარეშოები.
მთავრობის №947 და №973 განკარგულებებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა, როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, ასევე, სამუშაოების გახორციელებისთვის საერთო ღირებულებით 1 011 032 ლარი.
განკარგულებაშივე იყო მითითება, რომ შესყიდვის პროცედურები განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის ფორმით, კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობით და არა ელექტრონული ტენდერების საშუალებით. მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სამუშაოების შემსრულებლები შეირჩა ბაზრის კვლევებისა და კვალიფიკაციების მიხედვით. სულ გაფორმდა 10 ხელშეკრულება 33 სკოლისთვის საპირფარეშოების მოწყობის თაობაზე".
გარდა ამისა, წერილობით პასუხში ნათქვამი იყო, რომ პრეტენდენტების შერჩევა არ მომხდარა ერთპიროვნულად და თითოეული მათგანის შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხორციელდებოდა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ფლანგვის დეტექტორის კვლევის თანახამად,ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად, მათ შორის სველი წერტილების მოსაწყობად ხელისუფლებას 6 თვე ჰქონდა და შესაძლებელი იყო, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად დასახარჯად მომსახურების შესყიდვა ტენდერის გზით მომხდარიყო. ამავე კვლევის მიხედვით კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, 2020 წლის 3 სექტემბერს შეესყიდა მომსახურებები.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები