სადაც მივიდვარ ყველა მეკითხება, გვეშველება რამე? გვეშველება, 23 დღეში გვეშველება — ბაქრაძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, ბათუმის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი წარუდგინეს.
ბაქრაძის თქმით, დღეს ქვეყანა არის მძიმე გაჭირვებაში, ხოლო ამ დროს ხელისუფლება არ იკლებს ფუფუნებას. ბაქრაძის თქმით, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს გარდამტეხი ცვლილებებით, რათა მთავრობა ორიენტირებული იყოს ხალხზე და არა მის კეთილდღეობაზე.
"როდესაც ვსაუბრობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ქვეყანასაც, ბათუმსაც, აჭარასაც და თითოეული ჩვენგანის ოჯახს.
რა არის ეს გარდამტეხი ცვლილებები? პირველ რიგში ეს არის იმ ხელის ჩაქნევის, უიმედობის, ნიჰილიზმის დამარცხება, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანა ივანიშვილმა და ოცნებამ. დღეს სადაც მივიდვარ, ყველა კითხულობს — გვეშველება რამე? გვეშველება, 23 დღეში გვეშველება, ოღონდ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში.
ამ უიმედობის ოკეანიდან გამოსასვლელად გვჭირდება სწორდ ისეთი კომპასი და გზის მაჩვენებელი, როგორიც ევროპული საქართველოა. ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად გვჭირდება სწორედ ისეთი გზის მაჩვენებელი, როგორიც ევროპული საქართველოა. დიახ, ჩვენი ამოცანაა ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან; ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ 100 000 ახალი სამუშაო ადგილი; შევამციორთ გადასახადები და თითოეულ ოჯახს დავუზოგოთ 2000 ლარი; დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ამისათვის გავაორმაგოთ პენსია, სოციალური დახმარება და დევნილთა დახმარება; ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწორ განვითარებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ქალაქს და სოფელს დარჩეს მეტი შემოსავალი და ნაკლები წაიღოს მთავრობამ თავისი ბიუროკრატიული ხარჯისათვის.
გარდამტეხი ცვლილება ნიშნავს იმას, როდესაც ხალხი ცხოვრობს კარგად და მთავრობა მოკრძალებულად. დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი პირიქით ხდება, ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ფუფუნებაში მაცხოვრებელი მთავრობის სიღატაკეში მაცხოვრებელი მოსახლეობა. ეს უნდა შეიცვალოს და ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები