ოსკარი 2017: შარშანდელთან შედარებით, ოსკარის დაჯილდოება ნაკლებად "თეთრი" იქნება
უკვე ცნობილია, თუ ვინ იბრძოლებს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - ოსკარის მოსაპოვებლად 2017 წელს. აღსანიშნავია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, როცა კინოაკადემია რასიზმში დაადანაშაულეს, ტვიტერში კი ჰეშთეგი #OscarsSoWhite გამოჩნდა, წელს დაჯილდოება უფრო დაბალანსებული იქნება და შეიძლება ჰეშთეგი #NotSoWhiteAfterAll ვიხილოთ.
შარშანდელი პროტესტი ერთი მთავარი საკითხით იყო ინსპირირებული: ზედიზედ ორი წლის განმავლობაში საშემსრულებლო კატეგორიებში არც ერთი აფროამერიკელი მსახიობი არ იყო წარდგენილი.
ბოიკოტისკენ მსახიობებს უილ სმიტის მეუღლემ, ჯადა პინკეტ სმიტმა მოუწოდა:
"ოსკარის დაჯილდოებაზე აფროამერიკელების დანახვა ყოველთვის უხარიათ, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხალხს აცინებენ და ჯილდოებს არიგებენ. მათ მიღწევებს იშვიათად აღნიშნავენ. იქნებ სწორი იყოს დასწრებაზე უარის თქმა? ცუდად მაშინ გვექცევიან, როცა ამის უფლებას თავად ვაძლევთ", - ამბობდა ჯადა პინკეტ სმიტი.
პროტესტი გამოხატა ასევე რეჟისორმა სპაიკ ლიმ, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიამ შარშან საპატიო ჯილდო გადასცა კინოში შეტანილი წვლილისთვის.
მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ვარსკვლავმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონილს ბოიკოტი გამოუცხადა, ამერიკული კინოაკადემიის მესვეურებმა სერიოზული გაადწყვეტილება მიიღეს. აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აკადემიას მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. 2016 წლიდან კინოაკადემიის წევრთა ჯგუფი მრავალფეროვანი გახდა ყველა კუთხით, სქესის, რასის, ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შარშან დაჯილდოების წამყვანი აფროამერიკელი კრის როკი იყო, მან დაჯილდოების ტრიბუნა აფროამერიკელების უფლებების დასაცავად გამოიყენა.
მსახიობის თქმით, აფროამერიკელებს არ სჭირდებათ პრივილეგიები, მათ სჭირდებათ თანასწორი შანსი. შოუს განმავლობაში კრის როკმა რამდენიმე სკეტჩი მიუძღვნა ამ თემას.
ანტისაოსკარო ციებ-ცხელებას გამოეხმაურნენ შარშანდელი ოსკარის ნომინანტი მსახიობებიც, მათ შორის შარლოტა რემპლინგიც, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიის გადაწყვეტილებაში რასიზმის საფუძვლებს ვერ ხედავს.
წელს კი კინოაკადემიის ნომინანტთა სიაში რამდენიმე აფროამერიკელ მსახიობს შეხვდებით, კერძოდ კი: ვაიოლა დევისს, დენზელ ვაშინგტონს, ოქტავია სპენსერს, მაჰერშალა ალის, რუთ ნეგასა და ნაომი ჰარისს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად, ორი აფროამერიკელია წარდგენილი საუკეთესო სცენარების კატეგორიაში, ვაიოლა დევისი კი კინოს ისტორიაში პირველი აფროამერიკელია, რომელიც უკვე მესამედ არის წარდგენილი ოსკარზე.
ფოტო: getty
ისტორიას რომ გადავხედოთ, მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი მხოლოდ ოთხჯერ იყო აფროამერიკელი, მათ შორის სიდნი პუატიე 1963 წელს.
ასევე 4 ოსკარია გაცემული აფროამერიკელებზე მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2005 წელს ვიხილეთ, როცა მორგან ფრიმენი ავიდა სცენაზე.
ქალის მთავარი როლისთვის კი ოსკარი მხოლოდ ერთხელ აიღო აფროამერიკელმა მსახიობმა ქალმა. ალბათ გემახსოვრებათ, საუბარი ჰოლი ბერიზეა.
პირველი აფროამერიკელი, რომელიც აკადემიის ღირსების პრიზით დაჯილდოვდა ჰეტი მაკდანიელი იყო, 1939 წელს ფილმში ქარწაღებულნი შესრულებული ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ამავე კატეგორიაში გაიმარჯვა ვუპი გოლდბერგმა, თუმცა მხოლოდ 51 წლის შემდეგ - 1990 წელს.
ბოლო ჯილდო ამ კატეგორიაში 2013 წელს ლუპიტა ნიონგოს ერგო. ფილმი 12 წელი მონობაში სწორედ რასიზმს შეეხება. ამავე ფილმის რეჟისორი სტივ მაქქუინი კი ერთადერთი აფროამერიკელი რეჟისორია, რომელსაც ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის ერგო.
საპროტესტო კამპანიის მონაწილე მსახიობები და რეჟისორები იბრძვიან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რასა უმნიშვნელო გახდეს, ისინი დააჯილდოვონ არა როგორც აფროამერიკელი მსახიობები, არამედ როგორც უბრალოდ მსახიობები. ამისთვის კი აუცილებელია, რომ მეტი ფილმი არსებობდეს აფროამერიკელი მსახიობების მონაწილეობით, მეტი შანსი მიეცეთ აფროამერიკელ რეჟისორებს და ასე შემდეგ. საერთო ჯამში, კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ბოიკოტის მომხრეთა აზრით, მათი პროტესტი პოლიტკორექტულობას არ ემსახურება, პირიქით, სწორედ ამას ებრძვის. მსახიობების მთავარი მოთხოვნა მრავალფეროვანი ფილმების არსებობაა, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ნომინანტთა და გამარჯვებულთა სიის გამრავალფეროვნებას.
ოსკარი 2017 ტელეკომპანია GDS-ზე 26 თებერვალს, ღამის 2 საათზე წითელი ხალიჩიდან დაიწყება, 05:30 -ზე კი ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიას შემოგვთავაზებენ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები