აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ჩვენი საზოგადოების დიდი საფრთხე — შალუტაშვილი
ფოტო: რეფორმერი
პარტია რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, დავით შალუტაშვილი, აზარტულ თამაშებში მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება.
დავით შალუტაშვილის განცხადებით, რეფორმერის მიერ ჩატარდა კვლევა საქართველოს მოქალაქეების აზარტულ თამაშებში ჩართულობის შესახებ.
"აზარტული თამაშები არის საზოგადობის მიერ განკიცხვადი ქმედება და რესპოდენტების უმეტესობა ცდილობს ინტერვიუს დროს ამ ფაქტის დამალვას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინტერვიუ ოჯახში, ან ნაცნობების თანდასწრები მიმდინარეობს. ამდენად, ჩვენ მიერ კვლევა ჩატარდა ცენტრალურ ლოკაციაზე, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო რესპოდენტების კონფიდენციალობა. დამოკიდებულთა კრიტერიუმის განსაზღვრა და შესაბამისად, რაოდენობის ზუსტი დათვლა გართულებულია. მიუხედავად ამისა, მიღებული რიცხვები დაფიქრების საბაბს გვაძლევს", — ამბობს შალუტაშვილი.
დეპუტატობის კანდიდატი მათ მიერ ჩატარებული კვლევს შედეგებს გვაცნობს.
"საქართველოში ყოველი მეექვსე (17%) ადამიანი თამაშობს აზარტულ თამაშებს და მათი დიდი უმრავლესობა რეგულარულად. საერთო ჯამში ყოველდღე, ან კვირაში 4-5-ჯერ ფსონს დებს 480 000 მოქალაქე.
რთული განსასაზღვრია, რამდენია აქედან დამოკიდებული თამაშზე. ამისთვის დავაკვირდეთ ფინანსების მიხედვით გაყოფილ სამ ჯგუფს, რომელიც გამოიკვეთებოდა გამოკითხულთა შორის:
- შეძლებული სეგმენტი — 35%
- საშუალო ფენა — 38%
- სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები — 27%
129 000 მოთამაშე არის ისეთი ოჯახის წარმომადგენელი, რომელსაც ტანსაცმელზე ან კვებაზე სისტემატურად არ ყოფნიდათ ფული, მაგრამ მიუხედავად ამისა თამაშობენ. არის თუ არა ეს დამოკიდებულება?!
ვალი რომელსაც ვერასდროს გადაიხდი, ლომბარდში ჩადებული ქონება და ნივთები, დაკარგული თავმოყვარეობა და მეგობრები, დანგრეული ოჯახები და ფიქრები სუიციდზე — ასე გამოიყურება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ყოველდღიურობა.
ფსიქოლოგის აზრით, ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან განსხვავებით, ლუდომანის გამოვლენა და შემდგომ მკურნალობა გაცილებით რთულია, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულება ნივთიერების მიმართ არ აქვს. საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობასთან და ეს დამოკიდებულება უკონტროლო ხდება. ყოველი ჩვენგანი იცნობს რამდენიმე პატიოსან, მშრომელ ადამიანს ვისაც აქვს ყველას ვალი და საკუთარ თავს აღარ ჰგავს, უკიდურეს სიღარიბემდე არის მისული და ამისი მიზეზი თქვენთვის აუხსნელია. ეს დამოკიდებულების ნიშანია.
ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის ტელევიზიებიც, კაზინოს რეკლამირების შემოსავლებზეა დამოკიდებული. მათ არ აწყობთ შემოსავლის შემცირება. ასეთ ვითარებაში მისასალმებელია ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან — აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ამ მოვლენას წინ უძღოდა ტელევიზიის 29 წლის თანამშრომლის სუიციდის ფაქტი. სათამაშო ბიზნესის რეკლამა 2016 წლის 15 თებერვლიდან აკრძალული პალიტრა მედია ჰოლდინგის პლატფორმებზეც.
მიუხედავად კანონპროექტების ინიციატივების განხილვებისა, უამრავი სტატიისა, კვლევების, საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევისა, ერთეულების ნაბიჯებისა და რეკლამის შეზღუდვებზე საუბრებისა, სიტუაცია არ უმჯობესდება.
საქართველოში არსებული ყველაზე მაღალი ბრუნვის ბიზნესებიდან, 10-დან 6 აზარტული თამაშების ორგანიზაციაა. ბოლო რამდენიმე წელია ონლაინ კაზინოების შემოსავლები მზარდია, რაც იმას ნიშავს, რომ ერი გამოფხიზლების ნაცვლად უფრო იძირება აზარტში და სიღარიბეში. ამას ხელს უწყობენ თავად აზარტული სახლები ყოველ ნაბიჯზე რეკლამებით და ახალი პროდუქტებით. შეიქმნა ინკოგნიტო ბარათების დიდი რაოდენობა, შეიფუთა მოთამაშის გამოაშკარავების სენსიტიური საკითხი და სახსრების ჩარიცხვა, ან განაღდება ხდება ახალი ბარათებით. შედეგად, მოთამაშის იდენტიფიცრება მხოლოდ კაზინოს შეუძლია.
კვლევამ გვიჩვენა, რომ გამოკითხულები ყველაზე აქტიურად თამაშობენ:
- ტოტალიზატორი — 41%
- სლოტები — 38%
- სამაგიდო თამაშები — 9%
- პოკერი — 9%
- ონლაინ კაზინო — 3%
საზოგადოების მიერ ტოტალიზატორი ისე სამარცხვინოდ არ აღიქმება, როგორ სლოტები. თუმცა, კვლევის თანახმად, მოთამაშეების უმრავლესობა გარკვეული პერიოდის შემდეგ ტოტალიზატორებიდან სლოტებზე ერთვებიან და ეს ზღვარი ქრება.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დიდი საფრთხე. არა უშუალოდ კაზინოები, რომლებშიც დასაქმებულია უამრავი ადამიანი, რომლებიც იხდიან გადასახადებს, არამედ ონლაინ სერვისები. მომხმარებლების ნახევარზე მეტს აქვს 2 ან მეტი აქტიური ანგარიში მაშინ, როდესაც მოთამაშეთა 40% უმუშევარია. მათთვის თამაში გამდიდრების ილუზიურ წყაროს წარმოადგენს და სახსრების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ისინი იყენებენ სათამაშოდ, არის ნასესხები და შედეგად დაკარგული მსესხებლისთვისაც და გამსესხებლისთვისაც. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ მოთამაშეების 1% იღებს მოგებას. თუმცა, შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ამ მოგების უკან შებრუნება ხდება.
კიდევ უფრო სავალალოა ახალგაზრდა მოთამაშების რაოდენობა — 18- 4 წლამდე ასაკი წარმოადგენს მოთამაშეების 30%-ს. ეს კატასტროფული მაჩვენებელია. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა და არარეალიზებული პოტენციალი ისეთ გარემოში ექცევა, საიდანაც გამარჯვებული მხოლოდ კაზინო შეიძლება იყოს.
თუ მძიმე ნარკოტიკები იწვევენ დამოკიდებულებას და აკრძალულია, რატომ არ უნდა იყოს აკრძალული სათამაშო დამოკიდებულების წყარო?! — აცხადებს დავით შალუტაშვილი, პარტია რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები