ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების ადგილებზე აქტი არ მიიღეს — მედია-კლუბი
საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, განსაზღვრონ იმ შენობა ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია. გარდა ამისა, განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. მუნიციპალიტეტის ორგანოები, ასევე, ვალდებულნი არიან, სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნონ არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის განმავლობაში.
ეს ვალდებულება საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც საქართველოს მედია-კლუბმა შეისწავლა 64-ვე მუნიციპალიტეტი, თუ რამდენად დაიცვეს მათ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულება.
საქართველოს მედია-კლუბის კვლევის მიზანი იყო, მუნიციპილიტეტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ფორმისა და სტანდარტიების, ასევე, მათ მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სიზუსტის დადგენა.
კვლევის შედეგებით დადგინდა:
- 22-მა მუნიციპალიტეტმა დაარღვია მოთხოვნა და 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად/გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების, ან/და დადგმული სტენდების შესახებ ოფიციალურ ონლაინ-არხებზე (ვებგვერდი, facebook-გვერდი) არ გამოაქვეყნა, ან ვადის დარღვევით გამოაქვეყნა. მათგან:
— 11 მუნიციპალიტეტს ინფორმაცია საერთოდ არ გამოუქვეყნებია;
— 7-მა მუნიციპალიტეტმა დადგენილი ვადების დარღვევით გამოაქვეყნა;
— 4-მა მუნიციპალიტეტმა დაარღვია საკუთარი სამართლებრივი აქტით დადგენილი ნორმა, თუ სად უნდა გამოქვეყნებინა აღნიშნული დოკუმენტი.
- 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 12-მა მუნიციპალიტეტმა დაიცვა მაღალი სტანდარტი და სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადებში, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ვებგვერდი, facebook-გვერდი, ადგილობრივი მედია) გაავრცელა.
- 22-მა მუნიციპალიტეტმა სამართლებრივი აქტი საკუთარ ვებგვერდზე კანონით დადგენილ ვადებში გამოაქვეყნა. თუმცა, ის არ გამოქვეყნებულა თვალსაჩინო ადგილას იმგვარად, რომ მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეძლებოდა. აღნიშნული დოკუმენტების მონახვა ვებგვერდებზე საძიებო სისტემის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტებმა კანონის მოთხოვნა დაბალი სტანდარტით შეასრულეს.
- 64 მუნიციპალიტეტიდან 12 მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული აქტების შესწავლა მოხერხდა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქტების მიხედვით.
სამართლებრივი აქტების შესწავლისას დადგინდა:
- სამ მუნიციპალიტეტს — ხელვაჩაურის, ნინოწმინდისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც განკარგულება და არც დადგენილება არ მიუღია. ცესკოსთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ისინი 2016 და 2017 წლებში მიღებული განკარგულებებით მოქმედებენ, რაც კანონის ცალსახა დარღვევაა. განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მიღებული აქტები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალაში აღარაა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა დაარღვიეს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა და არ განსაზღვრეს სააგიტაციო მასალის გასაკრავად ადგილები. აღნიშნულ დარღვევაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირება არ მოუხდენია და სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიწოდებული დოკუმენტი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა განკარგულება საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადის
დარღვევით, 11 სექტემბერს მიიღო. - 12-მა მუნიციპალიტეტმა სამართლებრივი აქტი კანონით გამოქვეყნებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე — 7, 8 და 9 სექტემბერს მიიღო, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტმა — 8 სექტემბერს, ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტმა — 9 სექტემბერს. ამით ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების მიუხედავად, მუნიციპალიტეტებმა არასწორად გაკრული სააგიტაციო მასალისთვის საარჩევნო სუბიექტების ლეგიტიმურად დაჯარიმების შესაძლებლობა დაიტოვეს.
- მხოლოდ 10-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო სამართლებრივი აქტი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე — 24 აგვისტოდან 1 სექტემბრის პერიოდში;
- 32-მა მუნიციპალიტეტმა სამართლებრივი აქტი 1-5 სექტემბრის პერიოდში მიიღო;
- 6 მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 2016 და 2017 წელს მიღებული ნორმატიული აქტები (დადგენილებები) მოქმედებს;
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები