ენმ ავრცელებს ვიდეოს, სადაც მათი თქმით, "ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს
ფოტო: ლევან ხაბეიშვილი / FB
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ოცნების აგიტატორი ამომრჩეველზე და მასზე, როგორც აგიტატორზე ზეწოლაზე საუბრობს. ამის შსახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რევაზ სოხაძე პასუხისგებაში იქნას მიცემული. ის შტაბის წარმომადეგნელს აიძულებს, მიიტანონ ხალხის სია. კონკრეტული ადამიანი ყვება, როგორ მოხდა საჯარო პირებზე ადამიანებზე ზეწოლა და ნების შეცვლა", — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ენმ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომლის ათენტურობაც გადამოწმებული ან დადასტურებული არ არის, მათივე თქმით, ისმის ოცნების აგიტატორი ქალისა და არიდეტიფიცირებული პირის ხმა.
ოცნების აგიტატორი: თუ ვინმე მცნობს, მეუბნება, ვისაც აძლევს ხმას, თუ არა და, ყველა იძახის, არ გადამიწყვეტია. მე თოფით მადგანან, რომ უნდა ამოვიღო ხმები. აგრესიულად არავინ არაა განწყობილი, მაგრამ [მეუბნებიან] ეგ ჩვენ ვიცით, ვის მივცემთ ხმას. რო მიმაქვს ასეთი პასუხები, [შტაბში] მეუბნებიან — არა, როგორმე უნდა ამოქაჩო, ვის აძლევს ხმას.
პირი: გეხვეწები, რას გეუბნებიან.
ოცნებს აგიტატორი: წინაზე რომ დაითვალეს, ძაან ცუდი სიტუაციაა. მერე ამოკრიფეს სამთავრობო სამსახურებში ვინც მუშაობს. ახლა გადმოვცეს მათი სია და მერე თუ კიდე სხვა პარტიის ხმა მივა, მივიდნენ სამსახურში და დაამუშაონ. ჩემს კორპუსში იყო ერთი ოჯახი, რამდენი მივედი, მეუბნებოდნენ, სხვა პარტიას ვაძლევ ხმასო. გუშინ რომ მივედი, 41მითხრეს. ალბათ, მიუგზავნეს სამსახურში ვიღაცა.
პირი: შეიძლება, ისე გითხრეს, უბრალოდ.
ოცნების აგიტატორი: მაგიც არ არის გამორიცხული, მსჯელობდნენ თვითონაც.
პირი: ახლა დიდი 41 რომ დავაწერო, ვინ რას გაიგებს, იქ [არჩევნებზე] რას ვიზამ.
ოცნების აგიტატორი: ჩენ მაგასაც ვხვდებით, იქ ვინ რას გააკეთებსო. თუ გინდათ, ამოგიღებთო. ამათ უნდათ, რომ წინასწარ რა სიტუაცია ექნებათ [იცოდნენ], რომ მერე ისე იმუშაონ ხალხზე. ტელეფონის ნომერი მინდა და მერე იცი, რას ვშვრები, მერე მე ვუდგები თავდებში, რომ აი, ამან 41 მითხრა და აუცილებლად მოვა შემოხაზავს 41-ს. ორი თვე ხელფასი არ მომცეს, ისე ვიარე. ჩემმა ნამუსმა არ მიქნა, რომ მივაყარო და წამოვიდე.
პირი: ალალად გეუბნები, შენც არ მისცე ხმა. 2012 წელში ნაციონალებს თავისმა აგიტატორებმაც არ მისცეს ხმა. იმიტომ, რომ ხალხს, რომ აღარ უნდა, უკვე გადაწყვეტილი რომ აქვს...ეგრე არ არის, რა.
ხაბეიშვილის განცხადებით, აგიტატორებმა სამგორის რაიონული შტაბიდან მიიღეს დავალება, რომ მიიტანონ სიები, სადაც ადამიანები სამსაუხრების მიხედვით იქნებიან აღნიშნული იმისთვის, რომ სამსახურებში ადამიანები დააშანტაჟონ, დაემქურონ და ხმა მიაცემინონ ქართული ოცნებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები