ჩვენი პარტია თავისუფალი ადამიანებისგან შედგება — უგულავა ხოშტარიას განცხადებაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/გიგი უგულავა
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მათი პარტია, თავისუფალი ადამიანებისგან შედგება და განსხვავებული აზრი ყოველთვის საჯაროდ ითქმის. ასე უპასუხა უგულავამ ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელიც გაემიჯნა უგულავას ვიდეომიმართვას, სადაც მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი. აღნიშნული განცხადება უგულავამ ტელეკომპანია ფორმულასთან გააკეთა.
"ჩვენი პარტია, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისა, თავისუფალი ადამიანებისგან შედგება და ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ეს აზრი კი არ იმალება, არამედ საჯაროდ ითქმის. ამას მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ელენეს კიდევ განსხვავბული პოზიციონირება აქვს. ის, მოგეხსენებათ, არის უკანასკნელი მოჰიკანი, ის, ნიკა მელია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილი. მე გადავწყვიტე, რომ ჩვენს ამომრჩეველთან ვიყო გულწრფელი, ვთქვა სიმართლე", — განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავა ამით ევროპული საქართველოს წევრის და ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საკუთარი პარტიის კამპანიის ფორმას, "მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას" არ იზიარებს.
გიგი უგულავამ, დღეს Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. უგულავა ამბობდა, რომ კოალიციურ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს.
"გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს. მთავარი ამოცანაა ოცნება 40%-ს ქვევით დარჩეს, ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ნაცმოძრაობაზე მეტი და კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება", — აცხადებდა უგულავა.
მან, ასევე, მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ მარტინის საკულტო საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პერსონაჟს, სერსეი ლანისტერს შეადარა. სერსეი დიდებისა და ტახტის შენარჩუნებისთვის მებრძოლი პერსონაჟია, რომელიც იცილებს ყველას და ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება.
ბრძოლას პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის და არჩევნებისთვის მზადებას უგულავა ღამის მეფისა და თეთრი მოხეტიალების წინააღმდეგ გალაშქრებას ადარებს და მათ პროტოტიპებად ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ასახელებს. მისი განმარტებით, სწორედ მაშინ, როცა "ბოროტების" წინააღდეგ შვიდი სამეფოს ლაშქარი შეიკრიბა, სააკაშვილი მოიქცა სერსეი ლანისტერივით და მათ ზურგში მახვილი ჩასცა.
"სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიტიური მოდელი სატახტოთა თამაშების, Game of Thrones-ის მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალების, ანუ ბიძინა ივანიშვილისა და ქოცების წინააღდეგ.
ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეხმატკილებულად ემზადება. სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორს სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის", — განაცხადა უგულავამ ვიდეომიმართვაში, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციური ერთობა მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა დააზარალეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები