ოსკარის ქანდაკების ისტორია
ფოტო: AMPAS
ოსკარების პირველი ცერემონია 1929 წელს ჰოლივუდ რუზველტ ოტელში ჩატარდა. საღამოს 250 სტუმარი ესწრებოდა და ბილეთი მხოლოდ 10 დოლარი ღირდა.
მიუხედავად იმისა, რომ კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია შვიდ სხვა პრიზსაც გასცემს, მსოფლიოს ყველაზე მეტად "ოსკარები" აინტერესებს, ოფიციალურად კი - კინოაკადემიის ღირსების პრიზი.
ფოტო: TIME
ქანდაკება 1928 წელს შეიქმნა და ამ პროცესს იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტ-დირექტორი, სედრიკ გიბონსი ხელმძღვანელობდა. სკულპტორი კი ლოს-ანჟელესელი მოქანდაკე ჯორჯ სტენლი იყო.
1983 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ოსკარის 50 ქანდაკება იქმნება და თითოეული მათგანის დამზადებას სამიდან ოთხ კვირამდე სჭირდება.
ოსკარის 34-სანტიმეტრიანი ქანდაკება მოოქროვილი ბრიტანიუმისგან შედგება. არტ-დეკოს სტილში გამოსახულ რაინდს ხელში ჯვაროსნის ხმალი უკავია და კინოფირის ხუთ კოლოფზე დგას, რაც სიმბოლურად კინოაკადემიის ხუთ მთავარ მიმართულებას გამოხატავს: მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პროდიუსერები და ტექნიკური პერსონალი.
რატომ დაერქვა კინოაკადემიის ღირსების პრიზს სახელად ოსკარი - დღემდე სადავო საკითხია. ბეტი დევისის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს, რომ სახელი დევისის პირველი ქმრის, მუსიკოს ჰარმონ ოსკარ ნელსონის გამო შეირჩა.
სიტყვა ოსკარი ბეჭდურ მედიაში პირველად ჟურნალ ტაიმის 1934 წლის სტატიაში არის ნახსენები. სტატია კინოაკადემიის რიგით მე-6 ცერემონიას მიმოიხილავს.
არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც კინოაკადემიის მაშინდელ აღმასრულებელ მდივანს, მარგარეტ ჰერიკს უკავშირდება. ამ ვერსიით, ჰერიკმა ქანდაკების პირველად ნახვისას წამოიძახა: "ეს ხომ ბიძაჩემი ოსკარია". ამ ფაქტს შეესწრო ჟურნალისტი სიდნი სკოლსკი, რომელმაც მოგვიანებით დაწერა, კინოაკადემიის თანამშრომლებმა უკვე მოუფიქრეს ქანდაკებას სახელიო. თავად კინოაკადემიამ მხოლოდ 1939 წელს უწოდა ოფიციალურად თავის ქანდაკებას ოსკარი.
ქანდაკება 1950 წლიდან იურიდიულად დაცულია საკუთრების უფლებით. გამარჯვებულებს და მათ მემკვიდრეებს ქანდაკების გაყიდვა ეკრძალებათ, თუ საკუთრებაში არსებული ოსკარი ჯერ კინოაკადემიას არ შესთავაზეს 1 დოლარად. იმ ოსკარებზე, რომლებიც 1950 წლამდე გაიცა, ეს წესი არ ვრცელდება.
ფოტო: ELLE
მაგალითად, 2011 წლის დეკემბერში ორსონ უელსის მიერ 1941 წელს აღებული ოსკარი
აუქციონზე 861 542 დოლარად გაიყიდა. სტივენ სპილბერგმა კი ბეტი დევისის ოსკარი 578 ათას დოლარად იყიდა 2001 წელს და კინოაკადემიას უსახსოვრა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკის კინოაკადემია ოქროს დეფიციტის გამო ოსკარის ფიგურას თაბაშირისგან ამზადებდა. ომის შემდეგ თაბაშირი ისევ ოქროთი შეიცვალა.
კიდევ ერთი სახალისო ფაქტი: თავის დროზე, როცა უოლტ დისნეიმ ფიფქია და 7 ჯუჯასთვის ოსკარი მიიღო, მისთვის განკუთვნილ სტანდარტულ ქანდაკებას შვიდი პატარა ოსკარი ახლდა თან.
ფოტო: AMPAS
1989 წლის შემდეგ ოსკარის დაჯილდოების ღონისძიებას 3000-ზე მეტი სტუმარი ესწრება. მათი დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდება საკუთარი სახელის გაგონებას და სანატრელი ქანდაკების ხელში ჩაგდებას. ისინი კი, ვინც უკვე ფლობენ ამ პრიზს, ამბობენ, რომ ოსკართან შეხება მთელი მაგიაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები