ხალხი დარჩენილია სამედიცინო მომსახურების გარეშე — რეფორმერის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთში
ფოტო: რეფორმერი
რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთი-დუშეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური რეგიონის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება. მან შეხვედრები გამართა ყაზბეგსა და დუშეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. როგორც ბაჩო ბუჩუკური აცხადებს, ადგილობრივი მოსახლეობა დარჩენილია სამედიცინო მომსახურების გარეშე და რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამედიცინო სერვისებით.
"კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ადგილობრივებს აქვთ. მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, უმუშევრობა, გაჩერებული ტურისტული სექტორი არის რეგიონის მთავარი გამოწვევები. ამას გარდა, ის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ჯანდაცვაა. აქაურებს არ აქვთ წვდომა სამედიცინო სერვისებზე. რეგიონში ფუნქციონირებს ორი სამედიცინო დაწესებულება, ყაზბეგში და დუშეთში, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს.
ჩვენი რეგიონი გამოირჩევა სპეციფიკური რელიეფით, აქედან გამომდინარე, ადამიანებს უჭირთ დროულად საავადმყოფომდე მისვლა, მით უმეტეს, რომ ერთადერთი თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო დაწესებულება არის სტეფანწმინდაში. ფასანაურში ან სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სტეფანწმინდამდე ჩასვლა რთულია. სავალალო მდგომარეობაშია დუშეთის საავადმყოფო, რომელიც ელემენტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. რეგიონში ძალიან ცუდად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რაც ცოტა ხნის წინ შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის დროსაც გამოჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა რეგიონში შეიქმნას ჯანდაცვის გამართული ინფრასტრუქტურა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურს დაემატოს ახალი ბრიგადები, გაკეთდეს სოფლის ამბულატორიები, სადაც მოსახლეობა შეძლებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებას. ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების და ჯანმრთელობის დაცვის უფლება", — აღნიშნავს პარტია რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთი-დუშეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები