პატრიოტთა ალიანსის სიით არჩეული დეპუტატები, ტვ იბერიას ფლობით, კანონს არღვევენ
ფოტო: იბერია / Facebook | On.ge
ტელეკომპანია იბერიას მფლობელები, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სიით არჩეული ცოლ-ქმარი, ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი, თანამდებობის პირები არიან. 5 იანვრის მონაცემებით, პარლამენტის წევრი ჩხეიძე კვლავ ფლობს ტელეკომპანიის 30-პროცენტიანი წილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ოქუაშვილი კი - დარჩენილ 70 პროცენტს. ამით ორივე მათგანი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს არღვევენ.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიხედვით, თანამდებობის პირი, მათ შორის პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მაუწყებლობის სფეროში არ შეიძლება ფლობდნენ ლიცენზიას ან იყვნენ ავტორიზებული პირები. კომისიამ საკითხის შესასწავლად ადმინისტრაციული სამართალწარმოება 29 დეკემბერს დაიწყო. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, იბერია TV-ს საწყის ეტაპზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცემა, შემდეგ კი ფინანსური სანქცია. ფინანსური სანქციის გამოყენების შემდეგ თუ დარღვევა არ აღმოიფხვრება, ტელევიზიას ავტორიზაცია შეუჩერდება, რაც მაუწყებლობის უფლების შეჩერებას ნიშნავს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანიის მფლობელების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას 2016 წლის 21 ნოემბრიდან ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. არხის მფლობელებმა საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირებს გადასცეს, მაგრამ ამით კანონის მოთხოვნა მაინც არ სრულდება.
ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტში 8 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებით მოხვდა, ზაზა ოქუაშვილმა კი ამავე დღეს გამართული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებით არჩეული დავით თარხან-მოურავი 26 დეკემბერს ჩაანაცვლა.
ნატო ჩხეიძის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას და მის ქმარს რამდენიმე ბინა, მიწის ნაკვეთი, არასაცხოვრებელი ფართი და სახლი ეკუთვნით. გარდა ამისა, BMW X6, ფერწერული ტილო (157), 40 000 დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, 5 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები, ანგარიშზე - 230 275 ლარი, 104 910 ლარი, 114 400 დოლარი და 55 477 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი და ნაღდი ფულის სახით კი - 16 100 ლარი აქვთ დეკლარაციაში მითითებული.
საქართველოში პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო 2 ათასი ლარია, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა კი - 1 790 ლარი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები