იმიზეზებენ სრულიად აბსურდულ, უტიფარ არგუმენტს — ბოკერია იმედზე კლიპის არგაშვებაზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია იმედს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სრულიად აბსურდული და უტიფარი არგუმენტებით, ტელეკომპანია ბლოკავს ევროპული საქართველოს საარჩევნო კლიპს, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკშვილი.
ბოკერიას თქმით, 2018 წელს ქართული ოცნება აქტიურად იყენებდა ნეგატიურ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მაშინ ტელევიზიას არ გახსენებია არანაირი კანონი.
"ის, რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება გარხდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი მთელ ჩვენს საზოგადოებაში. ეს ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ხარ და ბევრ ადამიანს ხვდები, კიდევ უფრო აშკარა ხდება, რამდენად სწრაფადაა საჭირო ამ ცვლილებების განხორციელება. ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ განვახორციელოთ ეს ცვლილებები და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ყველა ლეგიტიმური საშუალებით ჩვენი გეგმა, ხედვა, ჩვენი გეზი, თუ როგორ განვახორციელებთ ამ გარდამტეხ ცვლილებებს, როგორ დავწევთ გადასახადებს და ამ გზით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორ შევამცირებთ მთავრობის ხარჯებს და გავზრდით დახმარებას იმათთვის, ვისაც უჭირს.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში, ევროპული საქართველო, ვისთან და რაზე ითანამშრომლებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ იცოდეს ხალხმა რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ. კერძოდ, ივანიშვილს, მის რეჟიმს, მის გარემოცვას არ შევუქმნით კოალიციას არც ერთ შემთხვევაში და ამვდროულად, არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის კანდიდატურაზე. ეს არის ჩვენი ხედვა, გეზი და ვფიქრობთ, რო აუცილებელია ამ ორი პირობის დაცვა გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად.
უკვე ორი კვირაა, ტელეკომპანია იმედი, რომლის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, თანხვედრაშია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლიტურად უტიფრად, კანონის დარღვევით, უარს აცხადებს ევროპული საქართველოს სატელევიზიო კლიპის გაშვებაზე ეთერში. იმ კლიპის, სადაც გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ არ შევუქმნით კოალიციას ქართულ ოცნებას და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშილის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე და ჩვენ გვაქვს არგუმენტები. იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, ხოლო სააკაშილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როდესაც ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა და არც ერთი არ სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები.
ისინი იმიზეზებენ სრულიად აბსურდულ, უტიფარ არგუმენტს, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამიტომ, თურმე მის მიმართ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება სატელევიზიო კლიპში არ შეიძლება, მაშინ, როდესაც ყველას გვახსოვს და ონლაინ მოიპოვება 2018 წლის კლიპები ქართული ოცნების, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის, რომელიც გადიოდა ყველა ტელევიზიის ეთერში, მათ შორის, იმედის ეთერში, ძალიან აგრესიული, ნეგატიური კამპანია სააკაშვილის ჩვენებით ყველგან. მაგრამ, მაშინ ეს აწყობდათ და დღეს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების პატივისცემა აღარ აინტერესებთ.
რატომ შეუძლება ივანიშვილის პროპაგანდასთან თანხვედრაში მყოფ ტელევიზიას არ აწყობდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კლიპი, სადაც არის კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული არამარტო ივანიშვილი და ოცნების, არამედ სააკაშვილის მიმართაც? სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გზავნილით, მაგრამ, მკაფიოდ. პასუხი მარტივია — ივანიშვილის პროპაგანდის მთავარი გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თითქოს, ივანშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და ამაში, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებას ვერ ხედავს და სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად ჩვენ გზავნილს.
ჩვენ აუცილებალ მოვიტანთ ამ ცვლილებას, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ამ მძიმე ჭაობიდან და წაიყვანს წინ", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები