COVID-19-ზე ყალბი ამბების დაჯერება მათემატიკური აზროვნების სუსტ უნარს უკავშირდება — კვლევა
ფოტო: Neil Hall/EPA
ხუთ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, უფრო სავარაუდოა, რომ COVID-19-ზე არსებულ დეზინფორმაციას ის ადამიანები დაიჯერებენ, რომლებსაც მათემატიკური აზროვნების უნარი სუსტად აქვთ განვითარებული.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თქვეს, რომ კვლევა იმაზე მეტყველებს, რომ ხალხის ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუძლია, ჯანმრთელობის კრიზისის გარშემო არსებული ყალბი ამბების ეპიდემიას წინააღმდეგობა გაუწიოს.
კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკვანძო ქცევებზე მისი გავლენის შესაფასებლად წელს ხუთი ეროვნული კვლევა ჩატარდა, რომლებიც ასაკისა და გენდერის ეროვნულ კვოტებს ასახავდა.
როგორც კვლევებიდან გაირკვა, COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციისადმი დაცულობის გაზრდის ძირეული მაჩვენებელი არის მათემატიკური აზროვნება — უნარი იმისა, რომ გააანალიზო და განაზოგადო რაოდენობრივი ინფორმაცია.
კვლევა ირლანდიაში, ესპანეთში, მექსიკაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეთა მათემატიკური აზროვნების დონე სამი სხვადასხვა მათემატიკური ტესტის საფუძველზე გამოითვალეს.
კვლევის მონაწილეებს COVID-19-ის შესახებ ცხრა დებულება წარუდგინეს: ზოგი ტყუილი იყო (მაგალითად, ის, რომ 5G ქსელები კორონავირუსისადმი უფრო მოწყვლადს გვხდის), ზოგი კი — სიმართლე (მაგალითად, ის, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებში უფროა სავარაუდოა, რომ კორონავირუსი გართულებების გამოიწვევს).
მონაწილეებს აგრეთვე ჰკითხეს, თუ რამდენად სახიფათო ჰგონიათ მათ COVID-19, რამდენად იცავენ ისინი უსაფრთხოების ზომებს საჯარო სივრცეში და რა არის იმის ალბათობა, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ისინი მას გაიკეთებენ.
მთლიანობაში ყალბი ამბებისადმი მოწყვლადობა დაკავშირებული იყო COVID-19-ის უსაფრთხოების ზომების დაუცველობასთან, აგრეთვე ადამიანების სურვილთან, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ და ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც ურჩიონ იგივე.
როგორც დრ. სანდერ ვან დერ ლინდენი ამბობს, ზოგი მეცნიერის აზრით, დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობა პოლიტიკურ შეხედულებებთანაა დაკავშირებული, სხვებს კი ჰგონიათ, რომ ის აზროვნების უნარს უკავშირდება.
"მე მგონია, რომ ორივე რელევანტურია, და გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ მათემატიკური აზროვნების უნარი ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ საკითხში... ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაჩვენებელი იყო. ეს აღმოჩენა რაღაც მხრივ მომწონს, რადგან იმის იმედს მაძლევს, რომ გამოსავალი არსებობს", — თქვა მან.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ზე ყალბი ამბების დაჯერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი გამორჩეული ფაქტორი იყო ასაკი. კვლევის ყველა ქვეყანაში (მექსიკის გარდა) ასაკოვანი ხალხი უფრო ნაკლებად იჯერებდა დეზინფორმაციას, რაც ეწინააღმდეგება ძველ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც საპირისპირო კანონზომიერება არსებობს — ყოველ შემთხვევაში, არჩევნების კონტექსტში.
"შესაძლოა, საქმე ის იყოს, რომ ხანდაზმული ადამიანები [დეზინფორმაციისადმი] უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, თუმცა ისინი მაინც უფრო მეტად ავრცელებენ (sharing) მას", — თქვა ლინდენმა და დაამატა, რომ, შესაძლოა, ისინი COVID-19-ზე დეზინფორმაციისადმი უფრო ნაკლებად მოწყვლადები იმიტომ არიან, რომ სიზუსტისთვის კარგი სტიმული აქვთ, ვინაიდან დაავადება ყველაზე საზიანო სწორედ ამ ასაკშია.
ჟურნალ Royal Society Open Source-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციას უფრო იჯერებენ, საკუთარი თავი უმცირესობაში ჰგონიათ და ისინი ავტორიტეტებს — მაგალითად, მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს — ეწინააღმდეგებიან.
როგორც კვლევიდან გაირკვა, პოლიტიკური კონსერვატიზმი დეზინფორმაციისადმი უფრო მაღალ მოწყვლადობას უკავშირდება, თუმცა, რაც საკმაოდ უცნაურია, ეს კავშირი სხვაგან ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
კინგსტონის უნივერსიტეტის უფროს ლექტორ დრ. ემა ო'დუაიერს, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, უკვირს, რატომ გადაწყვიტეს მკვლევრებმა სწორედ ამ ხუთი ქვეყნის შერჩევა.
"[კვლევაში] განსხვავებული შედეგებია ქვეყნების მიხედვით. და ის...[კვლევა] ქვეყნის დონეზე არ ხსნის, თუ რატომ არის ეს კავშირები სხვადასხვა", — თქვა მან.
კენტის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორი დომინიკ აბრამსი, რომელიც კვლევაში არ იყო ჩართული, ამბობს, რომ ეს კვლევა დიდად არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ საერთოდ როგორ ან რატომ იდგამს ფესვებს დეზინფორმაცია პირველ ყოვლისა.
"ინდივიდების მოწყვლადობის გარდა ისიც საკითხავია, როგორ ან რატომ ახერხებს შეცდომაში შემყვანი წყაროები ლეგიტიმაციის მოპოვებას", — თქვა მან.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები