ივანიშვილს ეკლესია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გამოვაყენებინოთ — უგულავა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხზე მეუფეების განცხადებებს ეხმაურება. იგი ამბობს, რომ რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეებისა და შალვა კეკელიების ხელით საქართველოს ართმევს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს, ეკლესიას.
უგულავას თმით, ივანიშვილი საკუთარი უმეცრებისა და რუსეთის მაამებლობის გამო ურთიერთობას აფუჭებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან და ამის გამო მას საზოგადოება მკაცრ სასჯელს გამოუტანს.
"რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეების და შალვა კეკელიების ხელით, პრაქტიკულად გვართმევს ჩვენს ეკლესიას, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია. ამ ფონზე, მეუფეების განცხადება, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი, არის არამარტო მორალური თანადგომა ამ ადამიანებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, ეს არის ამოღებული ხმა და განცხადება, რომელიც სწორედ იმას გამოხატავს, რომ რაც არ უნდა და ვისი საშუალებითაც არ უნდა შეეცადოს ივანიშვილი, ის საქართველოს ეკლესიას ვერ და არ ჩააბარებს რუსეთს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის მონაკვეთი, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რუსეთი პირდაპირ ცდილობს გამოიყენის ჩვენი ეკლესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ, ყველა პატრიოტის ვალია, ამოიღოს ხმა და აღუდგეს ამ პროცესს წინ. ჩვენ არ უნდა გამოვაყენებინოთ ივანიშვილსა და რუსეთს ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
ამიტომ, მართლაც გმირობის ტოლფასია მეუფეების განცხადება. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიაში სწორედ ასე ფიქრობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ხელით ჩვენს ეკლესიას რუსეთი ვერ დაგვინგრევს. ვუსურვებ ორ ივანიშვილის მძევალს, ორ პატრიოტ ადამიანს, გამძლეობას, მხნეობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი პატიმრობა არის ხანმოკლე, მაგრამ, მათი გმირობა ძალიან დიდი ხანი იქნება ჩვენ საზოგადეოაბში განხილვის საგანი.
ეს საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი. აქ ძალიან კარგად ჩანს რუსეთის სპეცსამსახურების ხელი. კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამსველია ყველაფერზე. წამსვლელია იმაზე, რომ გახლიჩოს ეკლესია და ჩააბაროს ის რუსეთს. წამსვლელია იმაზე, რომ საშვილიშვილოდ გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან და რაც მთავარია, მზად არის ამისათვის გაწიროს საშვილიშვილოდ ის პროცესი, რომ თეორიულადაც კი მოუსპოს საქართველოს ის შანსი, რომ გარეჯის ერთიანი კომპლექსი ადრე თუ გვიან საქართველოს საზღვრებს ქვეშ მოექცეს, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია აზერბაიჯანთან ნორმალური, ადამიანური, სტრატეგიული და მეგობრული ურთიეთობების ფონზე.
ამიტომ, ის პროცესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, საკუთარი უმეცრების გამო, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუმების გამო, ამავე დროს რუსეთის მაამებლობის გამო, ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოება მას ძალიან მკაცრ სასჯელს გამოუტანს", — განაცხადა გიგი უგულავამ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები