How I Met My Therapist ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს vol.2
ფოტო: Emma Philip / Dribbble
How I Met My Therapist, ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს, ჩანაწერების სერიაა, რომელშიც ავტორი, ფსევდონიმით ნია ბარათაშვილი, ყოველ კვირას გვიყვება ფსიქოთერაპიულ სეანსებზე სიარულის გამოცდილების შესახებ. ნახსენები პირების ანონიმურობის დაცვის მიზნით, ტექსტში ყველა პერსონაჟის სახელი შეცვლილია.
სერიის ყველა დანარჩენი თავი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფჰჰჰ. ამდენი ბოლოს როდის ვილაპარაკე? ბევრი ვილაპარაკე? ცოტა ვილაპარაკე? ძალიან ნერვიულად ვლაპარაკობდი, ჰო, ალბათ? ნეტა რას ფიქრობს ჩემზე? რამე მეშველება? საშველი მაქვს რამე? ამასაც რამე ახირება ჰგონია ჩემი განცდები? შემდეგ მისვლაზე რომ ჯანსაღი კვება და ვარჯიში მირჩიოს ამანაც? ფუ, ვეზიზღები უკვე? უეჭველი ჩემზე უყვება შემდეგ პაციენტს.
გამოვედი.
პირველს ორი წუთი აკლდა, ჩემი ფსიქოთერაპევტის სადარბაზოს კართან რომ დავეჭედე. რომ ვერ მივაგნო? სანამ მივალ, ავარიაში რომ მოვხვდე? მენსტრუაცია რომ მომივიდეს, ხომ უნდა მოვასწრო ტამპონის ყიდვაც? უკვე ხომ არ მომივიდა? აააა! ორი წუთი ისეთი დროა, ლაზათიანად მოწევასაც ვერ მოასწრებ და თუ მოასწრებ, ჩქარ-ჩქარა უნდა არტყა ნაფაზები და ეგეც ვერ შეირგო. კუს ნაბიჯებით ავედი მეორე სართულზე, რომ 1 წუთიც გამეწელა რამენაირად. დავაკაკუნე, გამიღო - ნია? ნია. გამიღიმა - შევედით.
სანამ იმას მოგიყვებით, სავარძელში მოკალათების მერე რა მოხდა, მისვლამდელ, ტექნიკურ კითხვებს გავცემ პასუხს: ურეკავ, შეხვედრის დროს ინიშნავთ, მისამართს მესიჯადაც გიგზავნის, ყოველი შემთხვევისთვის, არ ინერვიულო. მომსახურების ფასს აზუსტებ (საშუალოდ 50-70 ლარი აიღე საორიენტაციოდ, უფრო იაფად და უფრო ძვირადაც შეგხვდება, რა თქმა უნდა). მის ნომერს ტელეფონის კონტაქტებში იწერ - თეა… მერე პაუზაა. თეა - ფსიქოლოგი? თეა - გიჟების ექიმი? თეა - "პაგრიშკები"? თეა - თეა…? თეა ლიკა? თეა დათო? გაუქმებულია გაუქმებულია? ააააა! თეა - თერაპევტი. ამოვთქვი. ჰო, თერაპევტთან დავდივარ. მერე, რა?! სამსახურშიც პირდაპირ ვთქვი, რომ კვირაში 1 დღეს, 1 საათით შემაგვიანდება ხოლმე, იმიტომ, რომ ასე სჭირდება ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას. და ასე სჭირდება ჩემს სამსახურსაც - მენტალურადაც ჯანმრთელი, მშვიდი და კმაყოფილი თანამშრომელი რომ ჰყავდეს.
მოკლედ, დანიშნულ დროს მიდიხარ, სხდებით ოთახში, იწყებთ 1-საათიან საუბარს. ბოლოს, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გახსენებს, რომ თქვენი სესიის დრო იწურება. თანხმდებით შემდეგი ვიზიტის თარიღზე. დგები, ეკითხები - ქეში ურჩევნია თუ ჩარიცხვა? სულერთია. მაგრამ სანამ კითხავ, მაინც ფიქრობ. აუ, იქნებ არ უნდა ჩემი ბაქტერიები გადავცე ჩემი ქეშით? აუ, იქნებ არ უნდა მის ტრანზაქციებში ჩემი სახელი და გვარი გამოჩნდეს?? აუ, იქნებ არ უნდა მისი ანგარიშის ნომერი და სრული სახელი ვიცოდე??? აააა! ბოლოს აძლევ წინასწარ გამოტანილ ქეშს, ან მაინც ურიცხავ. მე უკვე ვურიცხავ, მაგრამ არც ქეშის გაწოდება ყოფილა რთული. შენ მას საქმეში გადაუხადე ფული. ვითომ, მარკეტში იყავი, ოღონდ, აქ სხვა რაღაცებს "ყიდულობ".
პირველ სესიაზე მართლა ძალიან ბევრი ვილაპარაკე. იმდენი, რომ ბოლოსკენ სულის მოთქმაც მიჭირდა. თეა სულ მაკვირდება, მე სულ ვიშმუშნები. მეც ვაკვირდები, როდის მაკვირდება. მერე ჩემს თავსაც ვაკვირდები - ალბათ ამ ფეხს ასე მოუსვენრად შემთხვევით არ ვაცანცარებ. არც ხელები გადამიჯვარედინებია ისე. მე რომ მეგონა, უბრალო ჩვევა იყო, თურმე, კონკრეტულ მომენტებში ვიწყებ ამ "წიკებსაც". ამაზე თეამ მიმითითა პირველად. რა ვილაპარაკე? ეგ არასდროს ვიცი. საკმაოდ გრძელი სიით მივედი, ფურცელზე მეწერა ყველაფერი, რაც წლებია მაწუხებდა. ეს ფურცელი როგორც ამოვიღე, ზუსტად ისე დამაკეცინა და უკან ჩამადებინა - ახლა რაც გაწუხებს, იმაზე ილაპარაკეო. ვილაპარაკე.
პირველი სესია მაინც უფრო გაცნობითია. რაღაც რუკას ქმნი, შენივე გონების. სრულიად უცხო ადამიანს უყვები - ვინ ხარ, შენივე ვარაუდებით უხსნი, რატომ ხარ - ვინც ხარ. ზოგჯერ, თავს იმართლებ რომ ასეთი ხარ. ზოგჯერ, გუგლში ამოკითხულ უამრავ თვით-დასკვნას უზიარებ, როგორც საუკუნის საუკეთესო ფსიქოლოგი და საკუთარ "დიაგნოზს" აცნობ. ამ დროს ცოტა ეღიმება, მაგრამ არაფერს გეუბნება. ძირითადად, გისმენს. თქვენი შეხვედრების ზოგადი სტრუქტურაც ასეთი იქნება - უმეტესად შენ ილაპარაკებ, ის ყოველთვის მოგისმენს. არ ელოდო, რომ რომელიმე მომენტში ცხოვრების შემცვლელ-ამომტრიალებელ-გადამტრიალებელ ფრაზას გეტყვის, რომელსაც შენ მერე ტატუდ დაიწერ სადმე ბეჭზე ან მაჯაზე და ყველაფერი გამოკეთდება. ის, უმეტესწილად, მიმართულებას მოგცემს - საით იფიქრო, როგორ იფიქრო? რა იმალება შენი ფიქრის უკან, სინამდვილეში? ნელ-ნელა ისწავლი თითოეული შენი შფოთვის მიზეზის ამოცნობას. აი, მერე უკვე დღითიდღე მარტივდება რაღაცები. აქედანვე გაფრთხილებ - პირველ სესიაზე არაფერი გამოიკვეთება, მაგრამ იქიდან ძალიან, ძალიან შემსუბუქებული წამოხვალ. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ეს ნაბიჯი გადადგი. მხოლოდ იმიტომ, რომ შენს თავს ერთი საათი მაინც აჩუქე იმისთვის, რომ სუუულ ცოტათი უკეთ იყოს. ერთ კვირაში ისევ აქ მოვალ. უკვე ერთი სული მაქვს. ყოველგვარი მისვლამდელი შფოთვა გაქრა.
გაგრძელება, იქნება.
თუ ფსიქოთერაპიულ გამოცდილებებზე კითხვა ან საკუთარის გაზიარება შენთვის საინტერესოა, შეგიძლია შემოგვიერთდე დახურულ ჯგუფში - მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები