იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ ქადაგიძის არჩევას სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან კავშირი არ აქვს — აბესაძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის არჩევას ეხმაურება.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მასში მყოფი სასამართლო კლანის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის განვითარების და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან რეალური პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცნენ. და პირიქით, სწორედ ის სასამართლო კლანი, რომელიც იუსტიციის საბჭოშია თავმოყრილი იქცა ქართული ოცნების პოლიტიკურ პარტნიორად.
ამას ადასტურებს ის პოლიტიკურად მიკერძოებული პროცესი, რომელიც წარმართა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, რომელიც ასეთად შეფასდა არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ობიექტური დამკვირვებლების მხრიდანაც", — აცხადებს აბესაძე.
აბესაძის თქმით, სასამართლოს სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, რათა ის გახდეს პოლიტიკურად მიუკერძოებელი და სანდო, ხოლო იმ ფონზე, როდესაც თავმჯდომარის არჩევა მოხდა პოლიტიკური გავლენების ქვეშ, ეს ვერ დაუბრუნებს სისტემას სანდოობას.
"რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოში თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა და არაფერი კავშირი ამას სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან არ აქვს. რეალურად გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში, გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები სასამართლო სისტემაში, რაც უნდა მოიტანოს არჩევნებმა და დაიწყოს ევროპული საქართველოს და სხვა ოპოზიციური პარტიების შეთანხმებული გეგმის განხორციელება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებასთან მიმართებით, სასამართლოების უფრო მეტ დამოუკიდებლობასთან და ინდივიდუალური მოსამართლის უფრო მეტი დამოუკიდებლობის გაფართოებასთან თუ უცხოელი მოსამართლეების მოწვევასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მოიტანს იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რომლებმაც სასამართლო სისტემას საზოგადოების ნდობა უნდა დაუბრუნოს", — განაცხადა აბესაძემ,
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები