თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა არჩევნებზე, ეს არის ქართული ოცნება — ბადრი ჯაფარიძე
ფოტო: ლელო
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი და საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პემიერმინისტრი გიორგი გახარია ქმნის პანიკას, რითაც ცდილობს საზოგადოება დააფრთხოს და ადამიანები არჩევნებზე არ მივიდნენ.
"პრემიერმინისტრი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ქმნის მორიგ პანიკას, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს და არ მივიდნენ არჩევნებზე.
31 ოქტომბერს არჩევნებზე ადამიანების მაქსიმალური მონაწილეობა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და შესაძლებლობა, გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა. 15 დღეში ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც დინამიური ცვლილებების შესაძლებლობას მოგვცემს", — ამბობს ჯაფარიძე.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა არსებულ ეპიდსიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერი შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება.
"ჩვენი პოზიცია არის ნათელი — მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი უუნარობა და არაპროფესიონალიზმი პანდემიასთან გამკლავების პროცესში, როდესაც სრულიად არაადეკვატურად, კოვიდის 15-20 შემთხვევის დროს, შემოიღო დრაკონული ზომები და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ახლა, როდესაც გვაქვს 900 შემთხვევა, ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის სრული კრახი.
ახლა მთავარია, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ყველანი უნდა მოვიდეთ 31 ოქტომბერს არჩევნებზე. აუცილებელია, ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში დაინფიცირების რისკი მინუმამდე იქნება დაყვანილი. მთავარია გვესმოდეს, რომ თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა არჩევნებზე ეს არის ქართული ოცნება, მისი სპიკერები და ლიდერები. ნათელია, რომ მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - „ქართული ოცნება” დამარცხდება. მთავარი არის ის, რომ არ დაშინდეს მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის იმ ტიპის განცხადებებით, რომ იქნება მზარდი შემთხვევები და ამ დროს ჩვენ არ გადავდებთ არჩევნებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა დავუპირისპიროთ სიფრთხილე. დავიცვათ ყველა ის აუცილებელი ზომა, რომელსაც ჩვენ მედიკოსები გვეუბნებიან იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანების უსაფრთხოება. 31 ოქტომბერს ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე, რომ ჩვენ დავიწყოთ იმ ვარდნის შეჩერება, რომელშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები