მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა
ფოტო: ლელო
პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა. ლელოს ინფორმაციით, წარდგენის ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, ისინი ვარკეთილში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ ყოფით პრობლემებსა და სამომავლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ისაუბრეს.
ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას ლელოს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"მინდა, ყველა სამგორელს მოვუწოდო, რომ მხარი დაუჭირონ ფიქრია ჩიხრაძეს, მხარი დაუჭირონ ლელოს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა დავძლიოთ ის უიმედობა, რომელიც ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ შექმნა. გამოსავალი არის ის, რომ ყველა წესის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ", — განაცხადა ხაზარაძემ.
ადგილობრივების სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა ფიქრია ჩიხრაძემაც. მისი თქმით, სამგორის რაიონში უმუშევრობის პრობლემა კოვიდპანდემიის შემდეგ გაორმაგდა.
"სამგორის რაიონი ძალიან დიდია და ბევრ უბანს მოიცავს. პრობლემები, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის უმწვავესი, ისევე, როგორც მთელ საქართველოში. მაგრამ განსაკუთრებით სოციალურად რთული რაიონია სამგორის რაიონი, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებულია მათი ყოველდღიური ყოფა და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს", — განაცხადა ჩიხრაძემ.
"უახლოესი ორი კვირა არის არა მხოლოდ არჩევნებისთვის გადამწყვეტი, არამედ ძალიან ბევრი რამის ჩვენს ქვეყანაში", — ამის შესახებ ლელოს ღონისძიებაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მანვე მოუწოდა ამომრჩეველს, მივიდნენ არჩევნებზე.
"ყველა არჩევნები, რომელიც აქამდე ყოფილა, იყო გადამწყვეტი, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა მივიღოთ მასში მონაწილეობა. 30 წლის განმავლობაში მივედით იმ დასკვნამდე და გავიაზრეთ, რომ საჭიროა, ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს სახელწიფოს. ამისთვის როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ლელომ ამაზე დიდი ხნის წინ იფიქრა და შეადგინა პროგრამა "ლელოს ახალი მარშალის გეგმის" სახით. ეს არის უპრეცედენტოდ კომპლექსური გეგმა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია, ძირეულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ქვეყნის მდგომარეობა. ამ გეგმაში თავმოყრილია ძალიან ბევრი რამ, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და ამას ავამოქმედებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. სწორედ ამის გამო, ხელისუფლების ფარულ მოწოდებას, რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, არ მივაქციოთ ყურადღება და ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლებას აქვს გათვლა, რომ ჩვენ თავად ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი", — აღნიშნა უსუფაშვილმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები