რატომ ხტებიან რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები იაღლუჯის მთიდან
17 ოქტომბრის ღამით, რუსთავში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ იაღლუჯის მთიდან გადმოხტომას აპირებდა. ამავე პოსტით, დაინტერესებულ პირებს მთაზეც ეპატიჟებოდნენ.
მოქალაქეების ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ გეგელიას ფეისბუქი გაუტეხეს. სწორედ ამის გადასამოწმებლად On.ge თავად კანდიდატს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მართალია, მას პოსტში არ დაუკონკრეტებია, თუმცა პარაპლანით გადმოხტომას გულისხმობდა. მეტიც, როგორც გაირკვა, ის არ არის რუსთავის მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი, ვინც ეს გააკეთა.
On.ge დაინტერესდა, ხომ არ არის ეს რამე პოლიტიკური გზავნილი და ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებმაც წინასაარჩევნოდ მთიდან გადმოხტომა გადაწყვიტეს.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ფრენის შეთავაზება პარაპლანის საინიციატივო ჯგუფისგან მიიღო. მისი აზრით, ამ გადმოხტომით ახალგაზრდული ინიციატივებს მხარდაჭერასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას.
"ამით პოპულარიზაციას ვუწევ სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის არსებობას, რომელსაც ყველა პოლიტიკოსის მხრიდან უნდა შეეწყოს ხელი, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტში", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
როგორც აღმოჩნდა, გეგელიამდე იაღლუჯის მთიდან ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს, ირმა ნადირაშვილს უფრენია. ამ შემთხვევაშიც, შეთავაზება კონკრეტული ჯგუფისგან იყო.
"მომწერეს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, თუ დავინტერესდებოდი, რომ მივსულიყავი და ამ ჯგუფის საქმიანობის შესახებ გამეგო. ჯერ ოფისში გვქონდა შეხვედრა, მერე მივედი იაღლუჯზე მათთან ერთად. ერთი კვირის წინ ვიფრინე. მითხრეს და წავედი, რადგან ბავშვობიდან ძალიან მინდოდა ფრენა", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მფრინავებს ლიცენზია და შესაბამისი გამოცდილება აქვთ, ამიტომ ფრენა უსაფრთხო იყო.
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი და ასევე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მეგრელიშვილი კი ამბობს, რომ პარაპლანით ფრენაში არანაირი პოლიტიკური მესიჯი არ იყო და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გააკეთა.
"ჩვენი მეგობრები არიან ეს ბიჭები. ჩვენს ლექციებზე იყვნენ და იქ შემოგვთავაზეს. ამ ბიჭებს სჭირდებათ პოპულარიზაცია იმის, რასაც აკეთებენ. ეს იყო ახალი ემოცია. მივიღე შემოთავაზება და სიამოვნებაც განვიცადე", — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
იფრინეს თუ არა პარაპლანით რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატებმა სხვა პარტიებიდან, On.ge-სთვის ამ ეტაპზე უცნობია. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, მასალა განახლდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები