ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა ყურადღებით აკვირდება — სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
ფოტო: Reuters
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი, შერილ ფერნანდესი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ.
"ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ. კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების — როგორც აღმასრულებელი შტოს, რაშიც სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID-ი და სხვები შედის, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მისი შეფასებით, გასული თვეების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ახლა მათი შესაბამისი აღსრულება და ამისთვის ხელისუფლების მზაობაა.
"ეს რეფორმები უნდა იყოს აქტიურად აღსრულებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩევლები აძლევენ ხმას დაშინების, პოლიტიკური ძალადობის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გარეშე. ეს არის ის მიმართულებები, სადაც განმეორებით გვინახავს პრობლემები საქართველოს არჩევნებში ბოლო 30 წლის განმავლობაში და რასაც მივაქცევთ ყურადღებას ამ არჩევნებშიც. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გადადგას შემდეგი ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად და კითხვა ისაა, იქნება თუ არა ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან. ეს გამოჩნდება უახლოეს კვირებში, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ", — ამბობს ფერნანდესი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ივლისის თვეში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და გიორგი გვახარიას შორის გამართული სატელეფონო ზარის შინაარსიც გაიხსენა. ფერნანდესმა თქვა, რომ ამერიკის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების და თანაბარი შესაძლებლობების მნიშვნელობას.
იგი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი არ მოიცავს მხოლოდ იმას, თუ რა ხდება კენჭისყრის დღეს ან მანამდე. ის მოიცავს პოსტ-საარჩევნო პერიოდსაც და იმას, რომ არჩევნები უსაფრთხო, გახსნილ და ყველასთვის ხელმისაწვდომ პოლიტიკურ დისკურსს ეფუძნებოდეს.
"ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ არის ცნობები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინების, ჟურნალისტებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ. ამ პრობლემას შეშფოთების მთავარ საგნად ვხედავდით წინა, 2018 წლის არჩევნების დროსაც", — ამბობს დიპლომატი და ხაზს უსვამს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებიან სიტუაციას, საშუალება მიეცეთ შეუფერხებლად შეასრულონ თავიანთი საქმე.
წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას შერილ ფერნანდესი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და "რადიკალური და უპასუხისმგებლო" რიტორიკის გაზრდის თაობაზეც გამოთქვამს წუხილს. ის მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ ამომრჩევლებს ესაუბრონ ისეთ თემებზე, როგორიც განათლება, ჯანდაცვა, პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის გზები და სხვა მსგავსი თემებია, რათა მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
ფერნანდესი პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნებაყოფლობითი ქცევის კოდექსის ხელმოწერას დადებითად აფასებს და მოუწოდებს ყველა პარტიას, რომ შეუერთდეს ამ ინიციატივას და სერიოზულად მიუდგეს მის პრინციპებს. ფერნანდესი ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისთვის საჭირო გარემოზე, სამოქალაქო საზოგადოებების პატივისცემაზე და მედიის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს ნაწილია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები