როგორ გამოეხმაურა უცხოური მედია გირჩის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს
ფოტო: დავით კვირკველია / გირჩი
31 დეკემბერს, ღამის 9 საათზე, გირჩის ოფისში პარტიის ლიდერმა და მოხალისეებმა მარიხუანა დათესეს. აღნიშნულზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
რამდენიმე კვირით ადრე, ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია.
გთავაზობთ უცხოური მედიის შეფასებებს, გირჩის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის საპასუხოდ.
openDemocracy - დამოუკიდებელი საერთაშორისო მედია პლატფორმა
პასუხი საქართველოს ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ - ასე ჰქვია სტატიას, რომელშიც გირჩის ინიციატივაა განხილული.
გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, სწამს, რომ თუ მარიხუანის ლეგალიზება მოხდება, საქართველოს ეკონომიკა 3 მილიარდი ლარით გაიზრდება, ხოლო ბიუჯეტი 1 მილიარდით.
"ეს თანხა უნდა მოხმარდეს სკოლებში ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ გატარებულ საგანმანათლებლო პროგრამებს და ნარკოდამოკიდებულების სამედიცინო მკურნალობის გაუმჯობესებას" - აცხადებს ჯაფარიძე.
EurasiaNet - კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აღმოსავლეთის, სამხრეთ-დასავლეთი და ცენტრალური აზიის ამბები
"გირჩის ინიციატივაზე პოლიცია აცხადებს, რომ ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. თუ ასეა, მათ შესაძლოა ციხეში ადგილის გამოთავისუფლება დასჭირდეთ, რადგან პარტიის საიტზე 500-ზე მეტი ადამიანი აფიქსირებს მზადყოფნას, 31 დეკემბერს მარიხუანა დათესოს" - წერს გამოცემა.
ევრაზიანეტი განიხილავს საქართველოს ნარკოპოლიტიკას და მის მიმართ საზოგადოების კრიტიკას და გირჩის ინიციატივას აფასებს:
"ამ პატარა პარტიამ შეძლო, და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული დებატების შუაგულში მოექცა".
Cannabis Now - ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელიც გამოიცემა ინგლისში, ამერიკასა და კანადაში
"მკაცრი აკრძალვები და დაშინებასა და შიშზე აგებული სამართალდამცავთა კულტურა - საბჭოთა ოკუპაციის გავლენა ქართულ ნარკოპოლიტიკაზე. თუმცა აქტივიზმის უპრეცედენტო ტალღა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას რეალურ შესაძლებლობად აქცევს" - წერს ერთ-ერთი პრესტიჟული გამოცემა.
შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე არსებულ საქართველოში კანაფის რევოლუცია მზადდება.
კანაფის ფლობისა და დისტრიბუციისთვის, სასჯელი 200 დოლარიანი ჯარიმიდან იწყება და 11 წლიან თავისუფლების აღკვეთამდე გრძელდება. სისტემის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობის აგრესიული ნარკოპოლიტიკა უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანებს, ვიდრე თავად კანაფი.
"ჩვენთვის ეს უბრალოდ კანაფისთვის ბრძოლა არაა. ჩვენ თავისუფლების გვწამს, რომელიც სხეულის სრული, 100 პროცენტიანი ფლობით იწყება. ეს ადამიანის უფლებებს ეძღვნება. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობას არაფერი ესაქმება იმასთან, თუ რას უზამს ესა თუ ის მოქალაქე საკუთარ სხეულს, ჩვენთვის ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა".
Voice of America - ინგლისურენოვანი გამოცემა
თბილისში არსებული გირჩის ოფისი 31 დეკემბერს მწვანე სახლად იქცა, 77 ქოთნით, რომელშიც კანაფის მარცვალი იყო დათესილი - წერს ამერიკის ხმა.
"ამის შემდეგ არ ვიცი რა მოხდება. მთავრობას შეუძლია დაგვაიგნოროს, დაგვსაჯოს ან ის ცვლილებები გაატაროს, რომლებსაც ჩვენ მოვითხოვთ" - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე გამოცემასთან საუბრისას.
გირჩის მხარდამჭერებისთვის, მარიხუანის მოწევა ადამიანის უფლებების ნაწილია, რომელიც საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების ნებას გიტოვებს.
ფეისბუკზე გირჩის ოფიციალური გვერდის მიხედვით, 31 დეკემბერს დათესილმა კანაფმა უკვე გაიხარა. On.ge ცდილობს გაარკვიოს, რა ეტაპზეა აღნიშნულ საქმეზე შსს-სში მიმდინარე გამოძიება. ინფორმაციას ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ფოტო: გირჩი / Facebook
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები