ტესტირების საკითხში ისევ პრობლემებია — ჭიაბერაშვილი
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის მიერ იმ პორტალის გაჩერებას ეხმაურება, სადაც კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ტვირთავდნენ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.
ჭიაბერაშილის თქმით, ამ პორტალის გაჩერება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაუმალოს ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა საზოგადოებას.
"იმ ქაოსს, რაც დღეს კოვიდ ეპიდემიის მართვაშია შექმნილი, ქართული ოცნების ჩაფლავებულმა მთავრობამ კიდევ ერთი დაამატა: დღეს გააჩერეს პორტალი, როგოც ამბობენ ტექნიკური მიზეზებით, სადაც PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ტვირთავდნენ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.
ასეთ უმწვავეს პერიოდში ამ პორტალის გაჩერება, სრულიად გაურკვეველი მოსაზრებებით, არის დაუშვებელი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი რამაც შეიძლება გაზარდოს მღელვარების ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში.
გაურკვეველია რითია ეს გამოწვეული და სწორედ ასეთი ქაოტური და გაუთვლელი მდგომარეობა იწვევს ბევრ კითხვას და აჩენს უამრავ ჭორს საზოგადოებაში. რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? საზოგადოებას უჩნდება კითხვა, ხომ არ ემსახურება ამ პორტალის გაჩერება, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიების ყოველდღიური მონაცემები იტვირთებოდა, ხომ არ ემსახურება ეს, რომ ინფიცირებულების რაოდენობა დაუმალოს საზოგადოებას და მოხდეს ამ მაჩვენებლებით მანიპულირება.
ეს არის კითხვა, რომელსაც დაუყონებლივ უნდა გასცეს პასუხი ჯანდაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ. მთავრობამ, რომელმაც ჩააფლავა მთლიანად ქვეყნის მდგომარეობა, ეკონომიკის მართვა და ეხლა უკვე ვხედვათ, რომ ეპიდსიტუაცია გაექცა ხელიდან.
არსებობს ასევე მეორე დამატებითი ფაქტორი. შესაძლოა ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობით PCR ტესტი. აქაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს უკვე გამოაცხადა მთავრობამ, რომ მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება PCR ტესტები და მეტი არა. კორონა დილის საათებში ვრცელდება მარტო და დღის მეორე ნახევარში არა? სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილებებია, სრულიად აუხსნელი ნაბიჯებია მთავრობის მხრიდან, რომელიც არაფერს არ ემსახურება, თუ არა ქაოსის კიდევ უფრო გაღრმავებას, საიდანაც გამოსვლა ასეთი მარტივი არ იქნება და ეს ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გადაივლის. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე განმარტება", — განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები