ხელისუფლებას მძევალიც კი რომელიღაცა ბანაკის ნაწილად მიაჩნია — კაპანაძე
ფოტო: ევროპული საქართველ
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე ქართული ოცნების წარმომადგებლების პოზიციას აფასებს.
კაპანაძის თქმით, ის, რომ ხელისუფლებას ადამიანები დაყოფილი ჰყავს თავისიანებად და სხვისიანებად და მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანი მძევალია, ცდილობს მის დისკრედიტაციას, ეს არის ძალიან სახიფათო და დიდი პრობლემა ქვეყნისთვის.
კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე აგრესია არის კატარსტროფა.
"ძალიან ცუდი რამ მოხდა გუშინ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების გამოყენებით მოეხდინა ერთ-ერთი მძევლის დისკრედიტაცია და დემონიზება. ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში იმდენად მოახდინა ხელისუფლებამ დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი მიაჩნია რომელიღაცა ბანაკის ნაწილად და ეს არის ძალიან სახიფათო. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მომავალში. ზოგაგად, ეს არის ის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასე დაყოფილები ვიყოთ და 31 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება მედიასთან დამოკიდებულებას, ეს იყო მეორე კატასტროფა რაც გუშინ გამოჩნდა. — როდესაც ხელისუფლება ვერ მალავს აგრესიას ოპოზიცურად განწყობილი მედიის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ეს მედია აკეთებს თავის საქმეს და მისი საქმე არის მაქსიმალურად გაშუქება ყველა მოვლენის. პასუხისმგებლობა არის თვითონ ხელისუფლებაზე. თუ მიაჩნია, რომ ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე რაიმე შეზღუდვები უნდა იყოს დაწესებული, პასუხისმგებლობა მასზეა, რომ შეზღუდვები დააწესოს და არა მედიაზე. ეს ზოგადად არის არაჯანსაღი გარემო და ის, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბრის შემდეგ. როდესაც სხვისიანები და ჩემიანები, აი ეს ორი ბანაკი არსებობს და მეორე ბანაკში მყოფების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მეორეხარისხოვანი, ეს არის აუცილებლად შესაცვლელი 31 ოქტომბერს", — განაცხადა კაპანაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები