სამწუხაროდ, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია — გიორგი ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას აფასებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, თუ ადამიანების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე არ იქნება დაცული, სხვა არაფერს აქვს აზრი. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, ხელისუფლება პროფესიონალმა და საქმის მკეთებელმა გუნდმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვას შეძლებს.
"უმძიმესი დღეები გამოვიარეთ და ალბათ, ფსიქოლოგიური ტრავმა ყველამ ერთად მივიღეთ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მივესალმო მძევლების უსაფრთხო განთავისუფლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანის დაკავება. დაუყოვნებლივ მოხდეს მისი დაკავება ყველა ძალისა და რესურსის გამოყენებით იმიტომ, რომ ასეთი პრეცენდენტის შექმნა ნიშნავს კატასტროფას.
მთავარი კითხვა არის — რამ მიგვიყვანა აქამდე?! აქამდე მიგვიყვანა, სამწუხაროდ, უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ, სადაც პოლიციელს არ ეძლევა შესაძლებლობა ებრძოლოს კრიმინალს. ოფიციალური სტატისტიკით 40 ათასი დამნაშავეა თავისუფალი მხოლოდ გასული წლის ჩადენილი დანაშულებით, 2-ჯერ არის გაზრდილი კრიმინალის მაჩვენებელი და განახევრებული არის გახსნის მაჩვენებელი. რაც არ უნდა ვისაუბროპთ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმოების განვითარებაზე, თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე, ვერაფერს ვერ მივაღწევთ.
ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ის გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა, რაც ჩვენ გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან. მძევლების პოლიტიკური ნიშნით გარჩევა, ტელევიზიებზე თავდასხმა — რატომ აკეთებენვიმ საქმიანობას რასაც მედია საშუალებები ეწევიან, არადა მათი ვალდებულება ხომ საზოგადოების ინფორმირებულობაა?! ასევე, ჩვენ გვესმოდა დაუსრულებელი კინკლაობა ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სრული კონცენტრაცია დამნაშავის დაკავებაზე. ეს მგონი არის ის, რაც ყველას ერთად ყელში გვაქვს ამოსული.
ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, ეროვნული ერთიანობა იმისთვის, რომ გავატაროთ რეფორმები ქვეყანაში, რომელიც მოგვიტანს უსაფრთხო გარემოს, მოგვიტანს ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის წინსვლას. სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მსხვერპლნი ამ გაუთავებელი კინკლაობის, პოლიტიკური მოროდიორობის, რომელსაც აქვს ადგილი პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგია მძევლების უსაფრთხოდ განთავისუფლება და მივესალმები ამას, მაგრამ მეორე დაუყოვნებლივ თუ არ მოხდა დაკავება დამნაშავის, ეს მიიღეებს საგანგაშო პრეცენდენტს, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს კრიმინოგენულ სიტუაციას ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ფაქტის მეორე დღეს, ვიღაცამ ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღა და გაიტაცა თანხა. ამის ფონზე შესაძლოა შემდეგ დღეებშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები, რადგან დაუსჯელობის სინდრომი იქმნება ამ შემთხვევის ფონზე.
ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და რაც მთავარია, ქვეყნის განვითარება, როგორც მთავარი ამოცანა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება თუ ასეთი მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იქნება ქვეყანაში. მე მსგავსი პრეცენდენტი არათუ საქართველოში, არამედ უახლესი ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არცერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არ მახსოვს", — აცხადებს გიორგი ვაშაძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები