90% მსუბუქია და სახლში მართვას მოითხოვს, თუ აუცილებელია ექიმი, ამის პირობები არის — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების 90% მსუბუქია და სახლში მართვას მოითხოვს, საჭიროების შემთხვევაში კი, ექიმთან გასინჯვის პირობები ქვეყანაში არსებობს.
"საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის. თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. კოვიდსასტუმროებში და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს", — განაცხადა მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემგდეგ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყოველდღიურად უფრო მეტი ახალი შემთხვევა იქნება, მაგრამ მთავარია, სიტუაცია იყოს მართვადი.
"ჩვენ, ვთქვათ, გრიპის დროს ხომ გვაქვს ბევრი შემთხვევა, მაგრამ სიტუაციას ვმართავთ, დაახლოებით ასე იქნება თანდათანობით კოვიდთან მიმართებაშიც. შემთხვევების ზრდა გვექნება", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, პიკი, დიდი ალბათობით, იქნება ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის უნდა იყოს მზადყოფნა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ უშუალოდ მოქალაქეების.
"მთავარია 5 რეკომენდაციის დაცვა — პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით. დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, საწყისს იღებს ამ დიდი თავშეყრებისგან და შესაბამისად, ვეცადოთ, დიდწილად ვიყოთ ჰაერზე და ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის თუ ასე შემდეგ, გავაკეთოთ გარეთ", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 412 გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 26 503 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 10 163 გამოჯანმრთელდა, ხოლო 193 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 571, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 1 848
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები