ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ზუგდიდის თავდასხმის მძევალი დეტალებს იხსენებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი, მურიკო ბულია 21 ოქტომბრის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, წალენჯიხაში გაემგზავრნენ, სადაც თავდამსხმელმა ყველას ტელეფონები დაატოვებინა. ბულია ამბობს იმასაც, რომ თავად მძარცველისთვის მობილური არ შეუნიშნავს.
"თავისი მობილური საერთოდ არ გვინახავს და ჩვენი მობილურებიც დატოვებული გვქონდა სადღაც წალენჯიხაში. ვისაც გვქონდა, დაგვატოვებინა ერთ ადგილას", — აცხადებს ის.
მძევალი იხსენებს, რომ თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი შენობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ ფული მიუტანა. ბულიას თქმით, გალდავამ შესთავაზა მძევლების ჩანაცვლება, ასევე, სხვებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ გოგოები გაეშვა და ისინი წაყვანა.
რაც შეეხება დავით ხვიბლიანს, რომელსაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი თავდამსხმელის თანამზრახველობაში ადანაშაულებს, ბულია ამბობს, რომ იმასაც ისეთივე კომუნიკაცია ჰქონდა მძარცველთან, როგორც სხვებს.
"როგორც ჩვენ ვსაუბრობდით და კომუნიკაცია გვქონდა მძარცველთან, იგივენაირად იყო ხვიბლიანიც. მძევლები დაგვაბა ერთამენთზე ხელებით და მერე ჩამოვედით ყველანი ერთად. მე თუ მოვკვდები, ჩათვალეთ, რომ თქვენც მკვდრები ხართო, ამას გვეუბნებოდა. თავს არ ჩავაბარებო, ცოცხალი თავითო", — იხსენებს ბულია.
მისივე თქმით, თავდამსხმელი და სამი მძევალი, მათ შორის, თვითონ, ერთმანეთზე მიბმული ხელებით მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდნენ, ხოლო საჭესთან ხვიბლიანი იჯდა. ბულია იხსენებს, რომ მძარცველი ძირითადად მიმართულების კარნახისას საუბრობდა, ხან მეგრულად, ხან ქართულად.
"ნაკლებად ლაპარაკობდა მანქანაში და ამბობდა, მთავარია, უკან არ გამოგვყვეს ვინმეო, პოლიციის უფროსს არეკინებდა", — აღნიშნავს ის, თუმცა არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა ტელეფონი გალდავას მაშინ, როცა სხვებმა, მისივე თქმით, წალენჯიხაში დატოვეს, თუ ეს ზარები წალენჯიხამდე იყო.
ბულია ამბობს იმასაც, რომ მუხურში და ჩხოროწყუშიც იყვნენ და მგზავრობა დაახლოებით 2-3 საათს გაგრძელდა. მისივე თქმით, მძარცველს ამ პერიოდის განმავლობაში ხელყუმბარა ხელში ეჭირა და შემხვედრს მანქანებს აკვირდებოდა იმის გასაგებად, პოლიცია ხომ არ მიჰყვებოდა.
"ფული იყო [მიზანი], არ ცდილობდა, რომ ვინმე დაეზიანებინა ან მოეკლა", — აღნიშნავს ის.
ბულიას თქმითვე, გზაში თავდამსხმელი ამბობდა, მალე მივალთო. ამის გამო, ის ვარაუდობს, რომ წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით მოძრაობდნენ. მძევალი იხსენებს, რომ ჯიხაშკარში შესვლიდან მალევე, მძარცველმა მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადააყვანინა, ძრავი და შუქები გამოართვევინა და მდინარის გავლით ტყეში შევიდა.
"შიშის [განცდა მქონდა] როცა ჩადიოდა, რომ არაფერი დაეშავებინა წასვლის წინ. გზაშიც გვპირდებოდა, რომ არაფერს დაგვიშავებდა, თვითონ ფეხით გააგრძელებდა წასვლას და მანქანას ჩვენ დაგვიტოვებდა. ჩვენ ვეუბნებოდით, ხომ არ დაგვხოცავ და ხომ არ დაგვაგდებო, გვპასუხობდა, მანქანა რად მინდა, თქვენ გაგატანთო. ამბობდა, რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო და პოლიციას ცოცხალი თავით არ ჩაბარდებოდა. ჩამოვიდა თვითონ, აიღო თავისი ფული და გაუდგა გზას. გითხრა, თქვენ არეთ, არ გაჩერდეთ, მანქანა არ ვნახო გაჩერებულიო. ჩვენც წამოვედით, როგორც გვითხრა ისე", — ამბობს ის.
ბულია ისხენებს, რომ ამის შემდეგ დაბრუნდნენ იქ, სადაც ტელეფონები დატოვეს და მერე ავთანდილ გალდავამ პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც გამოკითხვაზე მივიდნენ.
21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.
ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.
მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.
ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ მძარცველმა ფული წაიღო, თუმცა რამდენი არ დაუკონკრეტებია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ბიუჯეტის ფული არ წაუღია და მას საქართველოს ბანკის თანხა გაიყოლა.
გაიგე მეტი:
- ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი გაიქცა — რა ხდებოდა ზუგდიდში
- მთავარი არხი გამტაცებლისა და სამხარეოს უფროსის სავარაუდო ჩანაწერს ავრცელებს
- ერთს გამოიხედავთ და გესვრით — რას ჰყვება მძევალი
- შსს-სთან არანირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, მადლობას მიხდიან — დავით ხვიბლიანი
- რა გვითხრა და რა არა შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდის თავდასხმაზე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები