ევროპული საქართველოსა და აფხაზთა კრების მიმართვა დევნილებს
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპულმა საქართველომ აფხაზთა კრებასთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრეს booking.com-სა და AirBnB-ზე აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევებზე.
"დასავლური კორპორაციების მიერ წართმეული ქონების გაქირავება და შემოსავლის მიღება ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია და დაკანონებაა რასაც სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არ ებრძვის" — აცხადებენ პარტიაში.
ევროპულმა საქართველომ წარადგინა ონლაინ პლატფორმა, სადა დევნილებს შეეძლებათ აფხაზეთში არსებული საკუთარი სახლების პოვნა, თუ ისინი booking.com-სა და AirBnB-ზე განათავსეს. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ მიმართონ აფხაზთა კრებას დახურული ფეისბუქ ჯგუფს საშუალებით.
"შემთხვევათა გარკვეული რაოდენობის დაგროვებისა და საღი აზრის ფარგლებში ვერიფიკაციის შემდეგ, ევროპული საქართველოს დახმარებით, აფხაზთა კრება შეიტანს სარჩელებს აღნიშნული ორი კორპორაციის წინააღმდეგ სხვადასხვა დასავლურ სასამართლოებში", — აცხადებენ პარტიაში.
ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ ამით, გარდა იმისა რომ დევნილებს შეეძლებათ შესაბამისი კომპენსაციის მიღება, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონება აქტუალური თემა გახდება საერთაშორისო საზოგადოებაში.
"ჩვენ ვხელმძღვანელობთ რამდენიმე საერთაშორისო პრეცედენტით და იმ პირობებში როცა სახელმწიფო დევნილთათვის წართმეული ქონების ევრპოპულ და ამერიკულ პლატფორმებზე უკანონო გაქირავების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, დევნილები შეძლებენ როგორც კომპენსაციის მიღებას ასევე მოხდება როგორც ამ ბინებისა და სახლების შესაბამისი პლატფორმებიდან წაშლა. ამავე დროს, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია მოხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების საკითხის საერთაშორისო აქტუალიზაცია რასაც დეოკუპაციის პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გასულ წელს, ევროპულმა საქართველომ პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთავრობის მიერ, დევნილთა ქონების უკანონო გაქირავების აღკვეთა იყო, რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ, ასევე გამოვიყენებთ პროგრამა ჩვენი სახლის უძრავი ქონების მონაცემთა ბაზას, რომელის შედგენაც 2006 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დასრულდა 78 000 უძრავი ქონების დეკლარირება, იუსტიციის სამინისტროს, რომლის ხელშიცაა აღნიშნული ბაზა, იგი საჯარო რეესტრში ჯერაც არ აუსახია", — განაცხადეს ევროპულ საქართველოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები