ერთპიროვნული მმართველობა საწინდარია ყველა შეცდომისა, რაც 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია — ხოშტარია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპულმა საქართველომ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, 31 ოქტომბერი იქნება თითოეული მოქალაქის გამარჯვების დღე. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ყველანაირ იარაღზე ძლიერი ქართველი ამომრჩეველია.
"31 ოქტომბერს ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. გამარჯვებით, რომელიც გვჭირდება არა ჩვენ, არამედ სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, იმ დაჩაგრულ ადამიანებს, დაჩაგრულს სიღარიბისგან, დაჩაგრულს პირდაპირი გაგებით, რომლებიც გამოკეტილნი არიან ციხეში, დაჩაგრულებს იმიტომ, რომ მათ მიმართა იძალადა ხელისუფლებამ, დაჩაგრულებს იმიტომ, რომ მათ მოუკლეს იმედი და სწორედ ამ ადამიანების გამარჯვების დღე იქნება 31 ოქტომბერი და ვერავინ ამ გამარჯვებას ვერ წაგვართმევს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იმისთვის, რომ ჩვენ, თავისუფალ მოქალაქეებს, გვქონოდა თავისუფალი არჩევნები და არჩევნების გზით განგვესაზღვრა ჩვენი მომავალი, ამას ძალიან ბევრი თაობა შეეწირა. ბევრი თაობა შეეწირა იმას, რომ დიახაც, საარჩევნო ყუთში წყდებოდეს ჩვენი ქვეყნის ბედი, ამიტომ, დღეს, ყველა მოქალაქე ვართ პასუხისმგებლები ჩვენი მომავლის, მაგრამ ამავდროულად, იმ დაღუპული ადამიანების წინაშე, რომ მივიდეთ და განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, გამოვუტანოთ განაჩენი იმ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ერთ მილიარდერ, კორუმპირებულ, მოძალადე, უსამართლო ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრათ, რომ არ არსებობს ქართველ ხალხზე უფრო ძლიერი, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რამდენი იარაღიც არ უნდა გქონდეს, რამდენი თვალიც არ უნდა დათხარო, არ არსებობს ქართველ მოქალაქეზე უფრო ძლიერი რამ.
ამ არჩევნებით, განაჩენის გარდა, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ ერთპიროვნული მმართველობა, რადგან ერთპიროვნული მმართველობა არის საწინდარი ყველა იმ შეცდომისა თუ დანაშაულის, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია.
ეს პარლამენტი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ მოქალაქეებს სურთ, ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენი საზოგადოებაა და სწორედ ამ მრავალფეროვნებით, ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში, იდეების ჭიდილში, ყველა აქ მდგომი პოლიტიკოსი ვიქნებით ვალდებული, რომ ვემსახუროთ ხალხს", — განაცხადა ხოშტარიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები