კიმ კარდაშიანმა დაბადების დღე კერძო კუნძულზე აღნიშნა და ახალი მიმიც დაიბადა
ფოტო: Kim Kardashian / Twitter
თუ ფიქრობთ, რომ 2020 წელი ყველასთვის უსიამოვნებების, ჩაშლილი გეგმებისა და სოციალური იზოლაციის წელია, კიმ კარდაშიანი დაგარწმუნებთ, რომ არც მთლად ასეა საქმე.
21 ოქტომბერს ამ ცნობილ ამერიკელ მოდელს, ბიზნესმენსა და სატელევიზიო ვარსკვლავს 40 წელი შეუსრულდა. კიმ კარდაშიანი თავს იმდენად "დალოცვილად" გრძნობს, რომ გადაწყვიტა, ასეთივე დაბადების დღე გადაეხადა.
"40 წლის ვარ და მადლიერებასთან ერთად, თავს დალოცვილადაც ვგრძნობ. ყოველ დღეს გამორჩეულად ვეგებები, განსაკუთრებით ასეთ რთულ პერიოდში, როცა ყველა ვაცნობიერებთ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში", — გვამცნობს კიმ კარდაშიანი თავის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოებით.
დიახ, სწორად გახსოვთ: 2020 წლის ოქტომბერია და როგორც მთელ მსოფლიოში, ისე აშშ-ში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, თუმცა კიმ კარდაშიანს არ შეეძლო, იუბილე იმ ადამიანების გარეშე აღენიშნა, რომლებიც მას დაეხმარნენ "ისეთი ქალი გამხდარიყო, როგორიც დღეს არის".
და მაინც, როგორ იქცევით, როცა გინდათ, არც ისე სასიამოვნო ყოველდღიურობას გაექცეთ და "ცოტა ხნით მაინც დააჯეროთ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა"? ვიღაცები, ალბათ, წიგნს კითხულობენ, სხვები ძილს ამჯობინებენ ან უმისამართოდ სეირნობენ. აი, კიმ კარდაშიანი კი მეგობრებს ჯერ ორკვირიან კარანტინში ამყოფებს, შემდეგ კი კერძო კუნძულზე დაბადების დღის გრანდიოზულ ღონისძიებაზე იწვევს.
"მას შემდეგ, რაც ყველას ვთხოვე, რომ ორი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეკონტროლებინათ და კარანტინში ყოფილიყვნენ, ჩემი უახლოესი გარემოცვა კერძო კუნძულზე შევკრიბე, სადაც შეგვეძლო, ცოტა ხნით მაინც დაგვეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგადაა", — წერს კიმი ტვიტერზე.
დაახლოებით $900 მილიონიანი კაპიტალის მფლობელი ვარსკვლავი მოკრძალებულად იმ აქტივობების სიასაც გვიზიარებს, რომლითაც მისი უახლოესი გარემოცვა საიდუმლო კერძო კუნძულზე დაკავდა:
"ვიცეკვეთ, ველოსიპედებით ვისეირნეთ, ვეშაპების გვერდით ვიბანავეთ, კაიაკით გავცურეთ, სანაპიროზე ფილმს ვუყურეთ და კიდევ მრავალი სხვა რამეც გავაკეთეთ. ვაცნობიერებ, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ეს ყველაფერი ხელმიუწვდომელია და მოკრძალებულად შევახსენებ საკუთარ თავს, თუ რამდენად პრივილეგირებულია ჩემი ცხოვრება".
როგორც The Guardian წერს, ამ ფაქტს ბრიტანელი მუსიკოსი პიტერ ფრემპტონი შემდეგნაირად გამოეხმაურა:
"თანაგრძნობის უნარი იმდენად არ გაგაჩნია, რომ ვერ აცნობიერებ, ადამიანების უმეტესობას გამძვინვარებული პანდემიისას ამის მოსმენა სულაც არ უნდა? ხალხი უფასო საკვების მისაღებად სპეციალურ ცენტრებში დადის და არა კერძო კუნძულებზე".
ფრემპტონი ერთადერთი არ იყო, ვინც კიმ კარდაშიანის საიუბილეო ღონისძიებას კრიტიკულად გამოეხმაურა: სოციალურ ქსელებში ეს ფაქტი ახალი ხუმრობების წყარო გახდა. ცნობილი სახეები თუ რიგითი მომხმარებლები კიმ კარდაშიანის სიტყვების პერიფრაზს აკეთებენ და ირონიულად ცნობილ ფილმებსა და სერიალებს უკავშირებენ.
მაგალითად, ფილმ პარაზიტს, რომელიც სოციალური უთანასწორობის შესახებ მოგვითხრობს.
ვიღაცას ამ სიტყვებმა საშინელებათა ჟანრის ფილმი მიდსომარი (Midsommar) გაახსენა, რომელიც რელიგიური კულტის იზოლირებულ ცხოვრებას ასახავს.
არ დავიწყებიათ სერიალ GOT-ის ყველაზე სასტიკი ეპიზოდიც.
ჟურნალისტმა რონან ფეროუმ კიმ კარდაშიანის სიტყვებს — "მას შემდეგ, რაც ყველას ვთხოვე, რომ ორი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეკონტროლებინათ და კარანტინში ყოფილიყვნენ, ჩემი უახლოესი გარემოცვა კერძო კუნძულზე შევკრიბე, სადაც შეგვეძლო, ცოტა ხნით მაინც დაგვეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგადაა" — ჰიერონიმ ბოსხის ნახატის ფრაგმენტი დაურთო.
ამ საერთო წამოწყებას კიდევ ერთი ნახატით შეურთდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ანრი მატისის ცნობილი ფერწერული ნიმუში ცეკვა გამოაქვეყნა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები